საზოგადოება ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი ახალგაზრდა გოგონა სავარაუდოდ ლიზა ზარანდიაა 2015, 18 ივნისი, 11:29 გამთენიისას, ზოოპარკის ტერიტორიაზე, მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი გოგნას ცხედარი ოცდახუთი წლის ელიზა(ლიზა) ზარანდიას ეკუთვნის. იგი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ლიზა და მისი და ინდირა ზარანდია სტიქიის ღამეს ტაქსიში იმყოფებოდნენ მეგობართან სერგო კაპანაძესთან ერთად. როგორც დების ახლობლებისგან გახდა ცნობილი, ისინი სტიქიის ღამეს თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. გმირთა მოედანზე ყოფნისას ინდირა ზარანდია ტელეფონით უკანასკნელად დაუკავშირდა შეყვარებულს, გიორგი ჟორჟოლიანს და უთხრა, რომ ტელეფონი უჯდებოდა. ამის შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყდა და ამაოდ ცდილობდნენ გოგონებთან დაკავშირებას. სამწუხაროდ ორივე და სტიქიის მსხვერპლნი გახდნენ. საშინელება ტრიალებს მათ ოჯახში... ეს მოუნელებელი ტკივილია... რით უნდა ანუგეშო მშობლები, რომლებმაც ორი ულამაზესი სიცოცხლით სავსე გოგონა ერთდროულად დაკარგეს... ამ დროს სიტყვები უძლურია... ზარანდიებს თორმეტი წლის ვაჟი ჰყავთ კიდევ... სტიქიის შედეგად დაღუპული ოცდაორი წლის ინდირა ზარანდიას ცხედარი, სტიქიიდან მეორე დღეს, 14 ივნისს მზიურის ტერიტორიაზე იპოვეს მაშველებმა და გოგონა ხობის რაიონში, სოფელ გურიფულში საკუთარ სახლში გადაასვენეს... დღემდე დაკარგულად ითვლებიან ინდირა და ლიზი ზარანდიების მეგობარი, 27 წლის სერგო კაპანაძე და ტაქსის მძღოლი. დღევანდელი ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილია ცხრამეტი ადამიანი. ღმერთმა დაუმკვიდროს საუფეველი სტიქიის დროს დაღუპულებს! ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი სულები! 339 3-ს მოსწონს
|