x
image
ციცი
Mediator image
"მე მქონდა ინტიმური შეხვედრა კალაძესთან!" ჟანა ფრისკეს და კახა კალაძის სიყვარულის ისტორია, რომელიც მალე დასრულდა. რა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა მომღერალს ფეხბურთელმა.
image
რუსული ესტრადის მომღერალი ჟანა ფრისკე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერლის ცხოვრება ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ისტორიად რუსულ შოუბიზნესში. მისი კარიერა დაიწყო სექსუალური გოგონების ჯგუფში "ბლესტიაშიეში". მომღერალი ყოველთვის განებივრებული იყო მამაკაცების ყურადღებით.

მის გარშემო უამრავ მამაკაცს მოიაზრებდნენ, რასაც ჟანა ფრისკე ხშირად უარყოფდა.

საინტერესოა მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს უკავშირდება.


აი რას წერდა რუსული მედია მომღერლისა და "მილანის" ფეხბურთელის ურთიერთობაზე.

"2007 წლის აგვისტოში მომღერალმა საღამო გაატარა "მილანის" ფეხბურთელთან კახი კალაძესთან ერთად.

Saint-Tropez-იდან დაბრუნებულმა მომღერალიმა, სადაც მან სასიამოვნოდ გაატარა დრო მეგობრებისა და ცნობილი რეპერის Puff Daddy-ის კომპანიაში, ჟანა მაშინვე აღმოჩნდა სხვა ვარსკვლავის ყურადღების ცენტრში.

სექსუალური ფრისკე "მილანის" ფეხბურთელს, 29 წლის კახი კალაძეს მოეწონა.

ფეხბურთელი შეყვარებული ბიჭივით ელოდებოდა მომღერალს სასტუმრო "რიცის" ჰოლში. როგორც კი კახამ დაინახა მომღერალი, რომელიც საბანკეტო დარბაზიდან ჩამოდიოდა, მაშინვე მისკენ გაექანა.

სასტუმროში იმართებოდა რუსეთის "რკინიგზის თასთან" დაკავშირებით გრანდიოზული ბანკეტი ევროპული კლუბების ფეხბურთელებისთვის.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებში ამ ორგანიზებულმა მიღებამ არანაირი ინტერესი არ გამოიწვია და ცოტა ხანში თითქმის ყველამ დატოვა ბანკეტი, ისინი ვერც სექსუალური მომღერლის მიერ სცენაზე გამოჩენამ შეაჩერა, მომღერლის რომელსაც ყველა სხვა სიტუაციაში დიდი სიამოვნებით ხვდებოდნენ მამაკაცები.

თვითონ ჟანა ფრისკე, სტუმრების წინ გამოსვლისას ფეხბურთელებს სიყვარულში გამოუტყდა:

"აქ ისეთი დიდი რაოდენობის ფეხბურთელია... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და დღეს ჩემი შურთ ჩემს დაქალებს."

მხოლოდ კახი კალაძე არ დარჩენილა გულგრილი ფრისკეს მიმართ. ფეხბურთელი მოთმინებით ელოდა სასტუმროს ჰოლში, ვიდრე მომღერალი გამოიცვლიდა გამოსვლის შემდეგ. როგორც კი დაინახა, რომ ფრისკე მეორე სართულის კიბეებიდან ჩამოდიოდა, მაშინვე მასთან მივარდა. იგი აღფრთოვანებულ მზერას ვერ აცილებდა მომღერალს, ჟანა კი ნაზად ეფერებოდა ხელზე ქართველ ფეხბურთელს.

"- ეს იყო ინტიმური შეხვედრა-გულწრფელად აღიარა ჟანა ფრისკემ-რაზე შეიძლება ისაუბროს მამაკაცმა და ქალმა?...-მე კახას ვიცნობ უკვე დიდი ხანია, მაგრამ სად გავიცანი არ გეტყვით, მოდით ამას დავტოვებ ჩვენს საიდუმლოდ."


მეორე დღეს კალაძის მიწვევით ჟანა სტადიონზე დაესწრო "მილანი" - "ლოკომოტივის" მატჩს:

"დღეს მე ვგულშემატკივრობ "მილანს", და ზოგადად მე ლამაზი ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ..."

კახა კალაძეს ჟანასთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ჩანს აღარ ეძინებოდა და იგი დიდიხნის განმავლობაში იჯდა სასტუმროს ფოიეში, აშკარად ვიღაცის მოლოდინში.

ცნობილი ფეხბურთელის ცხოვრებაში ბევრი გოგო არსებობდა, მაგრამ ისინი ქრებოდნენ ისევე შეუმჩნევლად და სწრაფად, როგორც ჩდებოდნენ.

ამის შემდგ კიდევ ცნობილია მათი ერთი შეხვედრის შესახებ. რომანტიული საღამოს გასატარებლად წყვილი გაფრინდა მალტაზე. ამ შეხვედრის ორგანიზატორი მათი საერთო მეგობარი იყო, რომელმაც ჟანა და კახა იახტაზე დაპატიჟა. ფეხბურთელმა მომღერალს ხავერდის ყუთით ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა. ფრისკეს ძალიან მოეწონა თეთრი ოქროსგან დამზადებული გულსაბნევი და საყურეები, მისთვის მხოლოდ ის იყო სამწუხარო, რომ სამკაულებს შორის ბეჭედი არ იყო, მაგრამ ძვირადღირებულმა საჩუქარმა ეს გულისწყრომა გადაფარა.


ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, კახა კალაძე და ჟანა ფრისკე მალე დაშორდნენ ერთამნეთს და მეგობრებად დარჩნენ.imageimage

0
5663
6-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
5663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0