x
image
worldsport.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაზარალებულებს 20000 ლარი გადაურიცხა

imageსაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულებს 20000 ლარით დაეხმარა. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ. გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ და მათ მწუხარებას ვიზიარებთ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სფფ-მ თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახნილ საბანკო ანგარიშზე (ვითიბი ბანკში) გადარიცხა 20 ათასი ლარი.
ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს.
ვიმედოვნებთ, შემოგვიერთდებიან სხვა სპორტული ფედერაციები და ქართული სპორტული სამყაროს სოლიდარობა ახლაც სამაგალითო იქნება.
‪13 ივნისი - სოლიდარობა თბილისის სტიქიით დაზარალებულებს! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0