x
image
ციცი
Mediator image
მომღერალი ჟანა ფრისკე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
image
რუსული ესტრადის მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯგუფ "ბლესტიაშიეს" ყოფილი სოლისტი ჟანა ფრისკე 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წელიწად ნახევრის განმავლობაში ებრძოდა იგი ვერაგ დაავადებას.

მომღერალს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

შვილის გაჩენის შემდეგ მისთვის და მისი ახლობლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მძიმე სენით იყო შეპყრობილი.


მომღერალი ერთი წლის წინ ნიუ-იორკში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ონკოლოგიურ კლინიკაში-Memorial Sloan-Kettering-ში, გადიოდა მკურნალობის კურსს და იკეთებდა ქიმიოთერაპიას. იმ პერიოდში იგი საშინლად იყო შეცვლილი, მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო-სახე და სხეული შეშუპებული ჰქონდა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ინვალიდის ეტლით მოძრაობდა მეუღლის და მეგობრის დახმარებით. ამის შემდეგ იგი ასევე მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიაში, ჩინეთში და ბალტიისპირეთში. მას მხედველობაც საგრძნობლად ჰქონდა დაქვეითებული, პრაქტიკულად ვეღარ ხედავდა. გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში ჟანა ფრისკეს მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. იგი ვეღარ ცნობდა ახლობლებს, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კი სრულიად უგონოდ იყო.

imageრუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მომღერალი გარდაიცვალა 15 ივნისს. ეს ინფორმაცია მისმა მამამ დაადასტურა:

"ჟანა გარდაიცვალა, ეს მართალია! ეს მოხდა 15 ივნისს საღამოს 10 საათზე."

სიცოცხლის ბოლო თვეები ჟანა ფრისკე მოსკოვთან ახლომდებარე აგარაკზე ცხოვრობდა მეუღლესთან, დიმიტრი შეპელევთან და ორი წლის შვილთან, პლატონთან ერთად.

მის გარდაცვალებას რუსი შოუბიზნესის წარმომადგენლები ეხმიანებიან და ღრმა მწუხარებას გამოთქვავენ.


"მშვიდობით ჩემო გოგნა... იძინე მშვიდად... შენ სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში..."-წერს კრისტინა ორბაკაიტე.

ჯგუფ "ბლესტიაშიეს" წევრი ოლგა ორლოვა-"მშვიდობით ჩემო ლამაზო... შენ მუდამ ჩემს გულში დარჩები... თვალი მადევნე ზემოდან...მე შენ ძალიან მიყვარხარ..."

"ღმერთმა დაგვიტოვა ჩვენ მისი სახე და ღიმილი სამუდამოდ ლამაზად, ბედნიერად და ახალგაზრდულად..."-მომღერალი ლიკა სტარი.


imageimageimageimageimage

0
953
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0