79 წის იოზეფ ბლატერმა თითქმის ორი კვირის წინ, ფიფას პრეზიდენტად მეხუთე ვადის არჩევის შემდეგ პოსტი დატოვა. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება.
როგორც BBC ბლატერთან დაახლოებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შესაძლოა შვეიცარიელმა კვლავ გაბედოს და არჩევნებში კანდიდატურა წამოაყენოს, იმ შემთხვევაში თუ სხვა პრეტენდენტი არ გამოჩნდება.
“ყველაფერი ნათელია.” – ამბობს ბლატერის ახლობელი პიროვნება, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ბლატერი უახლოეს დღეებში შეხვედრებს გამართავს და ჩამოყალიბდება იმ იდეაზე, შეუძლია თუ არა მან კვლავ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ამჯერად მეთაურად მეექვსედ იქნას არჩეული.
მას შემდეგ, როდესაც ბლატერი თანამდებობიდან გადადგა, ხალხს დაპირდა, რომ დაიწყებდა მუშაობას ახალ რეფორმაზე. შვეიცარიელმა განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კანდიდატურას არ წამოაყენებდა, თუმცა მსგავსი პროგნოზი 2011 წელს მეოთხედ არჩევის დროსაც ჰქონდა და სიტყვა გატეხა.
ბლატერს ძალაუფლების შენარჩუნებაში აშშ-ს გამოძიებამ ხელი შეუშალა და თანამდებობაც დაატოვებინა, მაგრამ ბევრ კრიტიკას საჭიროებს იოზეფის მოულოდნელი გადადგომა, ვიდრე მსოფლიო ფეხბურთი მოუთმენლად ელოდება ზამთარში კონგრესს. ივარაუდება, რომ ბლატერი შეგნებულად გადადგა, რათა შემდეგ “სუფთა” ხელებით დაუბრუნდეს საქმიანობას. ამჟამად კი მაინც ბლატერი ხელმძღვანელობს ფიფას და სუფთაა თუ არა მისი საქმიანობა, ამას ამერიკის გამოძიება დაადგენს.
ფიფას აუდიტის ხელმძღვანელმა დომენიკო სკალამ განაცხადა, რომ აუცილებელი გახლდათ პრეზიდენტის შეცვლის ინიცირებული პროცესი, როგორც ეს დაანონსდა. აღნიშნული განცხადება შვეიცარიულ გაზეთ შცჰწეიზ ამ შონნტაგ-ში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბლატერმა გადაიფიქრა წასვლა აფრიკისა და აზიის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების მხარდაჭერის შედეგად.
სკალა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ფიფას რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში თუ ბლატერი ფიფას სათავეში მოსვლას კვლავ შეეცდება, უკვე ცნობილია, რომ უეფა მას მხარს არ დაუჭერს.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge