x
image
ვიზა კოხაძე
"აპოკალიფსი საქართველოს დედაქალაქში" - ამ სტატიაში უცხოური საინფორმაციო საშუალებები უწმინდესის საკვირაო ქადაგებასაც ეხმაურებიან ( + ვიდეო )

image"Apocalyptic scenes in Georgia as lions, bears, wolves and HIPPO are among dozens of animals to escape from zoo during freak flood in Tbilisi' ამ სათაურით ეხმაურება საქართველოს დედაქალაქში მომხდარ ღვარცოფს დაზარალებულ და დაღუპული ადამიანების უბედურებას ბრიტანული საიტი dailymail.უცხოური პრესისა და ტელევიზიების ძირითადი აქცენტები უფრო მეტად გადატანილია დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ველური ცხოველების, მათ შორის: ( 8 დათვი, 20 მგელი, 6 ვეფხვი და 8 თეთრი ვეფხვი, 6 ლომი, იაგუარები, ტურები, ბეჰემოტები და ორი ნიანგი).სულ დაახლოებით 30 ცხოველი გაიქცა და 17 - მდე პინგვინი გადარჩენილიაზოოპარკიდან.ხელისუფლება პერიოდულად მოუწოდებს მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა სახლიდან გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ.წყალდიდობას ასევე დაახლოებით 10 - მდე სახლი შეეწირა.imageimageimageimageimageსტატია დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის (Georgian Orthodox Church, Patriarch Ilia II, was quoted by the Interfax news agency as telling a Sunday Mass) საკვირაო წირვა - ლოცვაზე წარმოთქმულ ქადაგებას, სადაც ილია II - მ გაიხსენა კომუნისტების დროინდელი საქართველო და განაცხადა: - " როდესაც კომუნისტები მოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, მათ ბრძანება გასცეს, რომ ყველა ჯვრები და ზარები ჩამოეხსნათ ეკლესიებიდან და გადაედნოთ, შემდეგ კი ფულით ზოოპარკი აეშენებინათ. ცოდვა დაუსჯელი არ დარჩება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველები ისე დაეცნენ, რომ ზოოპარკი დანგრეული ეკლესია - მონასტრების ხარჯზე იქნა აშენებული".

სტატიაში ყურადღებაა ასევე გამახვილებული ზოოპარკიდან გაქცეულ დათვის ბელზე, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ფანჯრის რაფაზეა შეფარებული.image
imageგარდაცვლილთა რიცხვი თანდათან იზრდება და ბოლო ინფორმაციით ამჟამად სულ დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც - წერს "DailyMail".



0
509
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0