x
image
worldsport.ge
“იაგელონიას” ხელმძღვანელმა ფოფხაძის წასვლა დაადასტურა

imageგიორგი ფოფხაძე პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში მოასპარეზე ბიალისტოკის “იაგიელონიას” დატოვებს.
ამის შესახებ “იაგელონიას” მმართველი საბჭოს თავჯდომარე ცეზარ კულეშამ ინტერნეტპორტალ bialystok.gazeta.pl-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“გიორგი ფოფხაძეს კონტრაქტი ივნისამდე აქვს. დიდი ალბათობით ის წავა, რადგან მწვრთნელისგან არავითარი სიგნალი არ მიმიღია, რომ მასთან მესაუბრა” – თქვა კულეშამ.
განვლილ სეზონში ფოფხაძემ “იაგიელონიასთან” ერთად პოლონეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო. 28 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა, 6 მატჩი ჩაატარა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0