x
image
worldsport.ge
გაიოზ ნიგალიძე 2016 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

imageქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ერთეულთა შორის გაიოზ ნიგალიძე დისკვალიფიკაციის გამო 2016 წლის ბოლომდე ანუ 2017 წლის 1 იანვრამდე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
„ნიგალიძეს საქართველოს ჭადრაკის ხელმძღვანელობამ იმ დანაშაულის გამო, რომელიც მან ჩაიდინა, დებულებით გათვალისწინებული ყველაზე ლმობიერი სასჯელი გამოუტანა, რომელსაც ფიდე (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, - გვითხრა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაიოზ ნიგალიძემ 2015 წლის აპრილის პირველ ნახევარში დუბაის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე სომხეთის წარმომადგენელ ტიგრან პეტროსიანთან (უმცროსი) თამაშის დროს მობილური ტელეფონი გამოიყენა, რომლითაც მეტოქის შესაძლო სვლებს ამოწმებდა. ნიგალიძემ ზემოთნახსენები დისკვალიფიკაცია ამის გამო მიიღო.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0