x
image
worldsport.ge
მანდილოსნები ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლას იწყებენ
imageდღეს, თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ნანა ძაგნიძესა და სალომე მელიას, ქვეყნის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს, რომლებმაც 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ესენი არიან: ბელა ხოტენაშვილი (2527 სარეიტინგო ქულა), ნინო ხურციძე (2456), ლელა ჯავახიშვილი (2430), ნინო ბაციაშვილი (2428), სოფიკო გურამიშვილი (2400), მერი არაბიძე (2374), სოფიო გვეტაძე (2334), ინგა ხურცილავა (2232), სოფიო ნიკოლაძე (2201), ანა კუჭავა (2149), ნანი უნაფქოშვილი (2061), ნინო ხომერიკი (2047).
71-ე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ნიკოლაძემ, ხურცილავამ, გვეტაძემ, უნაფქოშვილმა და კუჭავამ პირველ ლიგაში წარმატებული თამაშის შემდეგ მოიპოვეს. ხურციძეს (ჩემპიონი), ბაციაშვილისა (ვიცე ჩემპიონი) და მელიას (ბრინჯაოს პრიზიორი) როგორც 70-ე ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორებს ჰქონდათ დაბევებული.
რაც შეეხება ძაგნიძეს, ხოტენაშვილს, ჯავახიშვილსა და არაბიძეს, ისინი ჩემპიონატში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილების შემდეგ დაუშვეს, როგორც 2013 წლის ეროვნული ნაკრების წევრები. რადგან, სხვადასხვა მიზეზის გამო, 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლეს, ძაგნიძის ადგილი გურამიშვილმა, ხოლო მელიას ადგილი პერსპექტიულმა მოჭადრაკე ხომერიკმა დაიკავა.
აღნიშნული ჩემპიონატი ერთ წრედ, 11 ტურად ჩატარდება 18 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით. შეხვედრები 15:00 საათზე დაიწყება.
2014 წლის ჩემპიონი გახდება ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი.
I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები 2014 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები წარდგენილი იქნებიან სტიპენდიაზე.
I-III გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს 2015 წლის ქალთა 72 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 17.500 ლარს შეადგენს. ღომელიც I-V ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე გადანაწილდება.


I ადგილი – 5 500 ლარი
II – 4 500
III – 3 500
IV – 2500
V – 1500


კენჭისყრამ მოჭადრაკეები ასე გაანაწილა: 1 – ხომერიკი, 2 – გვეტაძე, 3 – გურამიშვილი, 4 – ნიკოლაძე, 5 – კუჭავა, 6 – ხურცილავა, 7 – ჯავახიშვილი, 8 – ხოტენაშვილი, 9 – უნაფქოშვილი, 10 – ხურციძე, 11 – ბაციაშვილი, 12 – არაბიძე.


პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი



ხომერიკი – არაბიძე
გვეტაძე – ბაციაშვილი
გურამიშვილი – ხურციძე
ნიკოლაძე – უნაფქოშვილი
კუჭავა – ხოტენაშვილი
ხურცილავა – ჯავახიშვილი


ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0