x
image
worldsport.ge
ლელა ჯავახიშვილმა ლიდერობა შეინარჩუნა

imageდასასრულს მიუახლოვდა გრანდიოზული საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც გიბრალტარი მასპინძლობს. ასპარეზობა 10 ტურად ტარდება. მე-8 ტურში ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულ ინტერესს ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის პარტიები იწვევდა. ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით შეძლო ბრაზილიელი საერთაშორისო დიდოსტატის სევაკ მხითარიანის (2566) დამარცხება, 6 ქულა დააგროვა და ქალთა შორის ლიდერობა შეინარჩუნა. მართალია, ამდენივე ქულა აქვს ჩინელ ჟაო ქსიუესაც, მაგრამ ქართველი დიდოსტატი უკეთესი კოეფიციენტით უსწრებს.
წააგო ხოტენაშვილმა, რომელიც შავებით ბულგარელ დიდოსტატ ივან ჩეპარინოვს (2672) ეთამაშებოდა.
დიდ ინტერესს იწვევდა ვაჟთა და ქალთა გაერთიანებული ჩემპიონატის ლიდერების ვასილ ივანჩუკისა (უკრაინა) და შეხარ განგულის (ინდოეთი) შეხვედრა, რომლებსაც 6-6 ქულა ჰქონდათ. გაიმარჯვა ივანჩუკმა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ბოლოსწინა, მე-9 ტურში ჯავახიშვილი შავებით ფრანგ ედუარდ რომაინის (2658) შეხვდება, ხოლო ხოტენაშვილი თეთრებით ინგლისელ ტრენტ ლოურენსს (2424) დაუპირისპირდება.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0