x
image
worldsport.ge
ლელა ჯავახიშვილი საქართველოს ჩემპიონია

imageსაქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის
დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს
ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა 9 ქულა დააგროვა და მდევართათვის მიუწვდომელი
გახდა. ამრიგად, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. ბოლოსწინა, მე-10 ტურში,
ჯავახიშვილმა შავებით სოფო ნიკოლაძეს მოუგო. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს,
მათი მფლობელების ვინაობა ბოლო, მე-11 ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა. მე-10 ტურში,
ყველაზე დაძაბული სოფო გურამიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა გამოდგა, რომელიც
თითქმის 4 საათი გრძელდებოდა. მართალია, გურამიშვილმა შეძლო უპირატესობის მოპოვება,
მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, აღნიშნული შეხვედრა ყაიმით დასრულდა.
წინა ტურებისგან განსხვავებით, ბოლო, მე-11 ტური ხვალ, 1 მარტს, 3-ის ნაცვლად, 11 საათზე
დაიწყება. 4 საათზე დანიშნულია ტურნირის დახურვა, რომელიც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის
სასახლეში ჩატარდება.
გაგაცნობთ მე-10 ტურის ტექნიკურ შედეგებს:
მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5
ნინო ხომერიკი - ნინო ხურციძე 0:1
სოფო გვეტაძე - ნანი უნაფქოშვილი 1:0
სოფო გურამიშვილი - ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5
სოფო ნიკოლაძე - ლელა ჯავახიშვილი 0:1
ანა კუჭავა - ინგა ხურცილავა 0:1
ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი:
ხურცილავა - არაბიძე
ჯავახიშვილი - კუჭავა
ხოტენაშვილი - ნიკოლაძე
უნაფქოშვილი - გურამიშვილი
ხურციძე - გვეტაძე
ბაციაშვილი - ხომერიკი
სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ
ჯავახიშვილი - 9 ქულა
ხურციძე - 7, 5
ხოტენაშვილი - 7
გვეტაძე - 6, 5
არაბიძე - 6, 5
გურამიშვილი - 5
ბაციაშვილი - 5
ხომერიკი - 3, 5
ხურცილავა - 3, 5
ნიკოლაძე - 2, 5
კუჭავა - 2
უნაფქოშვილი - 2


როლანდ ლაბუჩიძე
www.worldsport.ge

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0