x
image
worldsport.ge
პირველ ტურში ჯობავა ტომაშევსკის დაუპირისპირდება

imageდღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შედგა ვაჟ მოჭადრაკეთა თბილისის დიდი საერთაშორისო ტურნირის, ფიდეს მსოფლიო გრან პრის კენჭისყრა. 15-28 თებერვალს გასამართი ტურნირი 2014-2015 წლებში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო გრან-პრის ერთ ერთი ეტაპი და მასში 12 დიდოსტატი მონაწილეობს. კენჭისყრის შედეგად, მოჭადრაკეები შემდეგი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ:
ლენერ დომინგესი (კუბა, 2726) – თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2731)
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2739) – ანიშ გირი (ჰოლანდია, 2797)
ვაშიე ლაგრავი (საფრანგეთი, 2775) – შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2759)
რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 2705) – ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი, 2810)
დიმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2737) – დიმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2733)
ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2716) – ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2696)
პირველი ტურის პარტიები კვირას, 13 საათზე დაიწყება. მომდევნო პარტიებიც ანალოგიურ დროს არის დანიშნული.
ტურნირი ერთ წრედ, 11 ტურად ჩატარდება. დასვენების დღეებია 19 და 23 თებერვალი.
მასმედიას პარტიებზე მხოლოდ პირველი ათი წუთის განმავლობაში შეეძლება დასწრება. გამარჯვებული 28 თებერვალს გამოვლინდება.




როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0