ფეხბურთი BBC: ფიფას პრეზიდენტს 16 დეკემბერს აირჩევენ 2015, 10 ივნისი, 11:49 მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (FIFA) საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არჩევნები ტრადიციულად შვეიცარიაში, ფიფას შტაბ-ბინაში ჩატარდება და ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას ორგანიზაციის 209 ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს. 24 1-ს მოსწონს
|