x
image
ციცი
Mediator image
"X ფაქტორის" კონკურსანტი ლინდა ადამია საზოგადოებას ბოდიშს უხდის-"მე არ ვარ უმადური ადამიანი!"
image
"ხალხს მინდა მივმართო გულწრფელად!!! ჩემი გუშინდელი კომენტარი იყო გადამეტებული!!! ძალიან ვინერვიულე, რომ ჩემი გულშემატკივრები გავანაწყენე. ამდენი უარყოფითი კომენტარი რომ წავიკითხე, ძალიან განვიცადე და დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო. მე არ ვარ უმადური ადამიანი, ნამდვილად ვგრძნობ თქვენს გვერდში დგომას და მხარდაჭერას. სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, რომ მეტი გავაკეთო ისევ და ისევ თქვენი სიყვარულის დასაბრუნებლად. უბრალოდ ყველაფერი სხვა ქვეტექსტით ვიგულისხმე. ძალიან ვწუხვარ, რომ გაგანაწყენეთ და წარმოდგენა შეგიცვალეთ ჩემზე. გკოცნით ბევრს..."-ეს განცხადება ლინდა ადამიამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ლაივ-კონცერტზე აუტსაიდერებში მოხვედრილი ლინდა ადამია ჟიურის გადაწყვეტილებით დარჩა პროექტში. თავისი გულშემატკივრების პასიურობამ მასში უკმაყოფილება გამოიწვია.

მის მიმართ კი უარყოფითი კომენტარები მას შემდეგ წამოვიდა, როდესაც მან ambebi.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებული იყო მისი მეგობრებით და ახლობლებით, რომლებიც ატყუებდნენ რომ გულშემატკივრობდნენ და ურეკავდნენ:

"საზიზღრობა და საშინელება იყო, დღეს რაც მოხდა, იმედია ეს აღარ განმეორდება."


ასევე მისმა "ფეისბუქის" პოსტმაც გააღიზიანა საზოგადოება:

"დღევანდელ ლაივს საერთოდ უკომენტაროდ ვტოვებ! სირცხვილი ჩემო ძალიან საყვარელო მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო და მეგრელებო! "დალშე" მე სიამოვნებას მანიჭებს ჩემი დღევანდელი ნამღერი!"

ამას მოყვა უამრავი უარყოფითი კომენტარი, კომენტარებსი წერდნენ, რომ ლინდას თავში ჰქონდა ავარდნილი, რომ იგი არ უნდა ავალდებულებდეს მსმენელს მისთვის დამესიჯებას:

"საერთოდ ვინც მართლა მოგწონს, იმას უნდა დაურეკო და არა იმას ვისი ნათესავი ან მეგობარიც ხარ. საქართველოში ჯერ ვერ ისწავლეს ნიჭის დაფასება. რაც შეეხება ლინდას, ჩემთვის მისი ოთხეულში მოხვედრაც გაუგებარი იყო. უბრალოდ ფეხმძიმედ იყო და პატივი სცეს."

შეგახსენებთ, რომ ლინდა ადამია ფეხმძიმედ არის და მისთვის ამდენი უარყოფითი ემოცია საზიანო იქნება, ამიტომ იქნებ ცოტა თავი შეიკავოთ ლანძღვისგან!

image

0
379
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0