ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ლოუი ფიფას სკანდალთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, რათა დაამტკიცოს, რომ ავსტრალია 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის მოპოვების დროს ქრთამის საფუძველზე ყატარს ადგილი დაუთმო.
ავსტრალიელებმა კანდიდატურის წარდგენისთვის 46 მილიონი დოლარი დახარჯეს, თუმცა ყატარმა მათ ერთი ხმით აჯობა. ლოუი კი აღნიშნავს, რომ აზიელებს ასეთი შანსი არ უნდა მისცემოდათ.
“მონაწილე ვიყავი ამ სამუშაოების და ვერაფერი მივიღეთ. აღნიშნული ფაქტი არ უნდა დავივიწყოთ. პასუხისმგებლობას ვიღებ, ყველაფერი მე უფრო კარგად უნდა მცოდნოდა.” – აცხადებს ფრენკი.
ფიფას 14 ჩინოვნიკი კორუფციული გარიგებების კვალზე დააკავეს. მათ შორის ფიგურირებს ჯეკ უორნერი, რომელიც მოგვიანებით გირაოს შეტანის ხარჯზე გაანთავისუფლეს. ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი ავსტრალიის კანდიდატურიდან 500 000 დოლარის მოპარვის გამო დააკავეს.
ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ფრენკ ლოუის განცხადებით, კონკაკაფმა ტრინიდადისა და ტობაგოსთვის დახმარების მიზნით 4 მილიონი დოლარი მოითხოვა, ავსტრალიამ კი ნახევარი მილიონი გადასცა. შემდეგ კი ეს ფული კონკაკაფს უორნერმა მოჰპარა.
ავსტრალიის სპორტის მინისტრმა სუსან ლეიმ განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს მომავალში ხალხის ფულით ფიფას მოუგვარებელი სტრუქტურის არსებობის დროს რაიმე ტურნირის მასპინძლობაზე პრეტენზია გამოთქვას.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge