ტკბილეული "რაფაელო მარწყვით" - უცნაური და ძალიან საინტერესო რეცეპტი 2015, 5 ივნისი, 11:11 დადგა მარწყვის სეზონი და გთავაზობთ ორიგინალურ დესერტს, რომლითაც სტუმრებსა თუ ოჯახის წევრებს ნამდვილად გააოცებთ. "რაფაელოს" მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ეს რეცეპტი ცოტა უცნაურია, რადგან ცომს გამოცხობის მაგივრად არც მეტი არც ნაკლები, მოხარშვა სჭირდება. თუმცა, ცდა ნამდვილად ღირს.
მაშ ასე, "რაფაელო მარწყვით": ინგრედიენტები: მარწყვი - 200 გ. კვერცხი - 1 ცალი შაქრი - 5 ს.კ. კარაქი - 30 გ. ხაჭო - 250 გ. ფქვილი - 1 ჭ. (დაახლ.) ამოსავლებად: დაფხვნილი ტკბილი ორცხობილა ქოქოსის ფანტელი მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, შეათქვიფეთ კარაქი და ხაჭო. მიღებულ მასაში დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი. ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, გააბრტყელეთ ეს ბურთულები და ჩადეთ თითოეულ მათგანში მარწყვი. ისევ შეკარით ბურთულებად. ჩააგდეთ მდუღარე წყალში, დააცადეთ სანამ ზედაპირზე ამოვარდებიან. ამის შემდეგ ხარშეთ 3 წთ. ამოიღეთ და ამოავლეთ დაფხვნილი ორცხობილასა და ქოქოსის ფანტელის ნარევში. 534 10-ს მოსწონს
|