ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო მოსმენის მასალები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ჩანს, რომ ფიფას ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩაკ ბლეიზერმა ქრთამის აღება აღიარა. ამის შესახებ BBC იუწყება.
კონკაკაფის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან და ფიფას სხვა მაღალჩინოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ასევე, ბლეიზერმა აღიარა, რომ ქრთამი 1998 წელს საფრანგეთში მსოფლიო პირველობის გამართვისთვისაც მიიღო.
გასულ კვირაში აშშ-ს პროკურატურამ ბრალი ფიფას 14 ჩინოვნიკს გამოძალვაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა. ოთხ ეჭვმიტანილს, რომელთა შორის ბლეიიზერიც იყო, ბრალი წაყენებული მანამდე ჰქონდათ. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო დაკავებულს ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.
14 ჩინოვნიკიდან 7 ციურიხში დააპატიმრეს, სადაც ისინი ფიფას კონგრესზე ჩავიდნენ. აქედან ორი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცეპრეზიდენტი იყო.
ბლეიზერის აღიარებსი დეტალების იმ სასამართლო მოსმენების სტენოგრამაშია ასახული, რომლებიც 2013 წელს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ სასამართლოში ჩატარდა.
1990-2011 წლებში ბლეიზერი კონკაკაფის, რომელშიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის, აგრეთვე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები შედიან ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2997-2013 წლებში ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში შედიოდა.
“დაახლოები 2004 წლიდან დაწყებული 2011 წლის ჩათვლით, მე და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები დავთანხმდით ქრთამი აგვეღო, რომ სამრეთ აფრიკა მსოფლიოს 2010 წლის მასპინძელ ქვეყნად დასახელებულიყო. ასევე, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებას 1996, 1998, 2000, 2002 და 2003 წლებში კონკაკაფის Golden Cup-ს ტელეტრანსლირების უფლებების გაცემისთვის თავდანხმდით”, - თქვა ბლეიზერმა.
ის ფედერალურმა ბიურომ გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დააკავა. ბრალის წაყენების შემდეგ, ბლეიზერი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა. ასევე, იგი კოლეგებთან საუბრის გასაღების საკიდში დამონტაჟებულ მიკროფონში ჩაწერაზე დათანხმდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge