x
image
worldsport.ge
კლაუდია, ფილიპი და იოგა

imageგერმანელი მცველის, ფილიპ ლამის მეუღლე, კლაუდია ლამი, ამ ბოლო დროს ინდური იოგათი ყოფილა გატაცებული და თავის სულის ჩაკრებს ისეთი ძალუმი მონდომებით ითვლის, როგორც ნავთლუღის ბაზრის ჩასპანდი გარემოვაჭრე ეკვადორული ბანანის კუნწულებსა და ლაგოდეხური ნივრის გალებს.
კლაუდია ლამი ერთ-ერთი იმ ქალბატონთაგანია, რომელთაც თავიანთ ქმრებზე დასაშვებზე დიდი გავლენა აქვთ და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ჯიუტ და თავისნათქვამა ქალს ჰერ ფილიპი თავის ჭკუაზე ისე კოხტად და ლამაზად უტრიალებია - თქვენი მოწონებული.
ამიტომ, არაა გამორიცხული, ამ ბუდისტურ გაწამაწიაში გახვეული კლაუდია ლამის ფიქრები, აზრები და წარმოსახვები მალე მიუნჰენური კლუბის ვეტერანმა მცველმაც გაიზიაროს და ალბათ ერთ რამედ ეღირება იოგაში ჩაძირული ფილიპ ლამის ნახვა, რომელიც საკუთარ სულში ხელებს აფათურებს.


www.worldsport.ge

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0