x
image
worldsport.ge
”მაზიანი” აფრიკულად

imageთუკი ჩვენთან ფეხბურთს როგორც წესი ცხვარზე და 20 ლიტრ ღვინოზე თამაშობენ, აფრიკაში სულ სხვა რამაა სანაძლეოს საგანი. ვეტერანმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ნვანკვო კანუმ ამასწინათ გაიხსენა, რომ მას ბავშვობაში ფეხბურთი ჰუმანიტარული დახმარების სახით მიცემულ პროდუქტებზე უთამაშია.
”ჩემს ბავშვობაში, როდესაც ჩვენთან გაეროს წარმომადგენლები მოდიოდნენ და ჰუმანიტარულ დახმარებას გვირიგებდნენ, ეს დღეები ნამდვილი ზეიმი იყო. მართალია, მათ მიერ მოცემული კონსერვები არც ისე გემრიელი იყო, მაგრამ შიმშილს ნამდვილად მათი ჭამა ჯობდა.
ბავშვებს ფეხბურთიც არაერთხელ გვითამაშია ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებზე: კონსერვებზე, ფქვილზე, შაქარზე და სხვა... წაგებულები სახლში ჩუმად იპარავდნენ პროდუქტებს. გამარჯვებულები კი ხშირად იქვე, მინდორზევე იწყებდნენ მოგებული კონსერვების ჭამას” - იხსენებს მრავალტანჯული ნვანკვო კანუ.


www.worldsport.ge

0
469
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0