კრიშტიანუ რონალდუს სუპერპოპულარული შეყვარებული, ირინა შეიკი, უკანასკნელ პერიოდში მსახიობობით დაინტერესდა და ჰოლივუდის პროდიუსერებმა მისი ეს სურვილი და ინტერესი უმალ სრულყვეს. ირინამ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოვა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრფომ ბერძნული მითების მიხედვით გადაღებულ ფილმში ”ჰერაკლე”, მითიური გმირის, ზევსის შვილის, ჰერაკლეს ცოლის, მეგარას როლი უნდა შეასრულოს და როგორც ამერიკული მედია იუწყება, ერთ-ერთ სცენაში ეს ჩვენი ირინა სულ მთლად ტიტლიკანა ჩანს კამერის წინ.ირინა შეიკის პარტნიორი აღნიშნულ ფილმში, ცნობილი მსახიობი, დუეინ ჯონსონი იქნება, რომელიც ჰერაკლეს როლს შეასრულებს და არაერთი დიდი გმირობით გააოცებს მაყურებელს. რაც შეეხება ირინა შეიკს, მისგან გმირობას არავინ ველით. მისი სხეულის სიკისკისის გამომზეურებაც საკმარისია...
www.worldsport.ge