x
image
ციცი
Mediator image
"ჩვეული "ტრიუკი" გააკეთა ჭორვილელმა კოლექციონერ-ინვესტორმა-თვითონვე "გაყიდა", და თვითონვე "იყიდა." -ნიკა რურუა

image
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, სოციალური ქსელის "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის, "არსენალის მთა ღამით", აუქციონზე შეძენას ეხმიანება:


"მგონი - ვიმეორებ - მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ "ტრიუკი" გააკეთა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა - თვითონვე "გაყიდა", და თვითონვე "იყიდა." ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის "საქართველოში დამბრუნებელმა", რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ:
იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა.
მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილიმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს "ყიდვა" - თუ მართლა ასეთი Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება. თუ ასე არ ქნა - მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს.
P.S. როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა, რომ "დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე"), ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე, რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით."image

გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით", მილიონ ნახევარ დოლარად შეიძინა კრისტის აუქციონზე და ხელოვნების მუზეუმს გადასცემს საჩუქრად.
ქეთევან დუმბაძემ, კულტურის მინისტრის მრჩეველმა, "ფეისბუქით" ამცნო საზოგადოებას ნახატის შეძენის შესახებ:image
"დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანი იყიდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! არსენალის მთა მალე თბილისში იქნება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"



ნიკო ფიროსმანის ნახატი-"არსენალის მთა ღამით":image

0
610
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0