სიახლეები ფილტვის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი გამოგონებულია 2015, 29 მაისი, 21:45 წამალი, რომელიც ორჯერ მეტად უხანგრძლივებს სიცოცხლეს ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, გამოგონებულია და მისი სრული დასახელება ასეთია " MPDL3280A".
მკვლევარებისა და სამედიცინო მეცნიერების თქმით, იმუნური სისტემის გააქტიურება ზოგადად აუმჯობესებს ამ ტიპის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობას და გადარჩენის რისკს.შესაბამისად, იმუნოთერაპია უზრუნველყოფს მკურნალობის მიმართ ახალ მიდგომას ავთვისებიანი და განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის გააუმჯობესებლად.
ახლადაღმოჩენილი პრეპარატი ეხმარება ორგანიზმს აღმოაჩინოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, რომელიც განთესილია სხვადასხვა ქსოვილში, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა იმედს ახალი მკურნალობის განსავითარებლად.
კვლევების შედეგად დასტურდება, რომ დაავადებულთა 80 % ფილტვის კიბოთია დაავადებული და პრეპარატი "MPDL3280A" ადვილი შესაძლებელია თეორიულად დაეხმაროს ორგანიზმს განკურნებაში.
კვლევამ აჩვენა, რომ იმუნოთერაპია სხვადასხვა სიმსივნეების სამკურნალოდ უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე ქიმიოთერაპია.გიგანტური ფარმაცევტული კომპანია Roche ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის შანსებს ორჯერ ზრდის და წინასწარი კვლევის შედეგებზე საუბრობს: – " დიდ ბრიტანეთში საავადმყოფოთა უმეტესობაში ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიით უფრო ეფექტურად კურნავენ, ვიდრე ქიმიოთერაპიით". 788 9-ს მოსწონს
|