“ჩელსის” 28 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ცხვირზე ოპერცია გაიკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 31-ე ტურში “ჩელსი” “სტოკის” მატჩის დროს ფაბრეგასმა ცხვირი დაიზიანა, რის შემდეგაც ესპანელს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ფეხბურთელმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. 2014-15 სეზონში ფაბრეგასმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა 5 გოლი გაიტანა და 21 პასი გააკეთა.