x
image
worldsport.ge
ფერნანდო და ოლაილა მრავალშვილიანობის გზაზე

imageთუკი ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ, დროს უქმად არ კარგავსო, ეს პირველ რიგში ესპანელი ფეხბურთელი, ფერნანდო ტორესია, რომელსაც კარგა ხანია გულში ბევრი შვილის მამობა აქვს ამოჭრილი და ამ გეგმას ისე კოხტად. ლამაზად და მტკიცედ მიუყვება, საბჭოური ხუთწლედის გეგმებიც კი მონაგონია.
ფერნანდო ტორესსა და მის მეუღლეს, ოლაილა დომინგესს, უკვე ჰყავთ ქალ-ვაჟი, თუმცა, ფერნანდომ საჯაროდ დადებული პირობა შეასრულა, ცხოვრების ტემპი არ დააგდო და ახლა ოლაილა უკვე მესამე შვილზეა ორსულად. როგორც ოლაილა ამბობს, უმრწმესი ტორესი ამა სოფელს მიმდინარე წლის დეკემბერში მოევლინება.
არც ფერნანდომ და არც მისმა ცოლმა არ იციან დაზუსტებით, რამდენი შვილის ყოლას აპირებენ და გამუდმებით იმეორებენ იმას, რომ რაც მეტი შვილი ეყოლებათ – მით უკეთესი. კარგი იქნება მათ სხვა ევროპელიბიც თუ მობაძავენ, რადგან მრავალშვილიანობა “ბებერ კონტინენტზე” დიდი იშვიათობა გახდა.


www.worldsport.ge

0
528
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0