ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის თარიღს უეფა დაადგენს.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ 15 ივნისს უეფას დელეგაცია თბილისში ჩამოვა და შეამოწმებს რამდენად მზადაა ტექნიკურად ვებპორტალი biletebi.ge ბილეთების რეალიზაციისთვის. ამის შემდეგ, უეფა კონკრეტულ თარიღს იტყვის, რომელიც ჯერ უცნობია.
ბილეთები 7, 14 და 30 ევრო ეღირება. ყველაზე მეტი 7-ევროიანი ბილეთი გაიყიდება.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge