x
image
ციცი
Mediator image
" თინიკოს სიყვარული საქართველოსადმი კუჭზე გადის!" "არ ხარ ღირსი, რომ ქართული გვარი ატარაო"-თინა კანდელაკის პოსტებმა ქართველი საზოგადოება გააღიზიანა!
image
მაშინ როდესაც მთელი ქართველი ერი "ევროვიზიაზე" მომღერალ ნინა სუბლატს გულშემატკივრობდა, რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი თინა კანდელაკი თამამად პოსტავდა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და ყველას მოუწოდებდა ეგულშემატკივრათ რუსი მომღერლისთვის და შემდეგ უკვე მეორე ადგილს ულოცავდა რუსეთის წარმომადგენელს " ევროვიზია 2015"-ზე, პალინა გაგარინას.

ქართველებში გაღიზიანებას კანდელაკის ასეთი თავდადების გამო ის უფრო იწვევს, რომ იგი საქართველოში არის გაზრდილი, დაბადებული და ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯებიც თბილისში გადადგა.

თინა კანდელაკის პოსტები:


"ყველა ვგულშემატკივრობთ ყველაზე ნიჭიერ პალინა გაგარინას! ნიჭი დიდი ძალისხმევისა და შრომის გარეშე არად ღირს, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად წარადგენს რუსეთს ფინალში! ველით გამარჯვებით!"


image

ქართველების კომენტარები:

"ამას უნდა უჭერდე მხარს და ნინას არა? ფუი თინა!"

"კანდელაკო, გთხოვთ სახელით და გვარით ნუ არცხვენთ საქართველოს, გადაიკეთეთ და დაგივიწყებთ...დედის გინებებს მაინც აიცდენ!"

"სომხის ქალია!"

"საქართველოსგან არაფერს მოელის.. აი რუსეთისგან კი...."

"მოღალატე!"

"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს- რუსეთი მშვიდობაზე მღერის! პარადოქსი..."

"გვარი მაინც შეიცვალე და ნუ არცხვენ ქართველობას შენი ქაჯური გამოხტომებით!!!"

" თინა საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი. აქ აქვს გატარებული შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ამიტომ არ ეპატიება არჩევანის სულ რუსეთის სასარგებლოდ გაკეთება. სამწუხაროდ მსგავსი შინაარსის ეს არც პირველი და არც უკანასკნელი პოსტია... რას ვიზამთ სადაც არის იმ ქვეყნის ქუდს იხურავს, ესაა მისი ლუკმა."

კიდევ უფრო გახარებულმა თინამ რუსეთის მეორე ადგილზე გასვლაც დაპოსტა.

"ურა! პალინამ შესანიშნავად იმღერა და დამსახურებულად აიღო ვერცხლი. გილოცავთ!"

image

კომენტარები:

" თინა, პუტინი ამაყობს შენით !"

"თინა კანდელაკი, შენ ხარ საქართველოს სირცხვილი, როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა რომ რუსეთს ასე გულშემატკივრობდე და გეკიდოს შენი ქვეყანა. პუტინის ნაშა."

"თინა როგორც ჩანს მაზოხისტური მიდრეკილებები გაქვს, მოგწონს მთელი საქართველო რომ გაგინებს"

"დამსახურებულად იღებ ქართველებისგან ამდენ წყრომას და ზიზღს, არ ვიცი ალბათ წარმატებულ ადამიანად თვლი საკუთარ თავს, მაგრამ იცოდე როცა საკუთარ ქვეყანაში ასე ვერ გიტანენ და პატრიოტიზმი გაქვს ნულოვან დონეზე ! შენ არარაობა ხარ და დარჩები არარაობად!"

"მეცოდება უსამშობლო ადამიანი, რომელიც ყველგან ცხოვრობს, მაგრამ რეალურად არსად არ არსებობს, მასე გააგრძელე....."

"შენ პოსტებს სულ ვადევნებ თვალყურს ინსტაგრამზეც და აქაც და ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს: რა სულისკვეთება ჩაგასხეს იმ სულში, რომ ასე ნარნარით შესციცინებ პუტინს და მის მოდგმას თვალებში?! გასაგებია, რომ ის ქვეყანა გაჭმევს პურს, მაგრამ არავის გამოუყენებია იმდენი ვაზელინი, რამდენიც შენი მოიხმარე. ჩვენ ქართველ ნინაზე ერთი სიტყვა მაინც დაგეწერა. მართლა არ ხარ ღირსი, რომ ქართული გვარი ატარაო. მაგარი "ბანძი" ქალი ხარ. ფული გაქვს, მაგრამ მაინც გოიმივით იქცევი. არც ჩაცმა გივარგა, გოიმივით შენი ცხოვრების ყველა დეტალს აქ ტვირთავ. მოკლედ, ხომ ხვდები ის კატეგორია ხარ, სადაც არ უნდა გაუშვა, მაინც ვერ შეიცვლება. არასდროს არავისთვის დამიწერია ასეთი პოსტი, მაგრამ შენ ნამდვილად იმსახურებ, ჩემო თინა. ეს ჩვენგან დიდი სიყვარულით!"



თინას ეტყობა ქართველების გულის მოგება სურდა და შემდეგ პოსტად ქართული სამზარეულოდან ჩიხირთმის რეცეპტი დაპოსტა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა საზოგადოება:image"თინიკოს სიყვარული საქართველოსადმი კუჭზე გადის!"

ერთერთი მისი მეგობარი გაოცდა კიდეც და კითხვაზე:

"-მაოცებთ რა! რატომ არ უყვარს საქართველო?! სხვა ქვეყანაში რომ მიაღწია წარმატებას?! სხვა ქვეყანაში რომ დააფასეს?!

უპასუხეს:

-ჩაყევით მის გვერდს, ნახეთ რა პოსტი ჰქონდა მიძღვნილი ევროვიზიისთვის და მერე დასვით კითხვა უყვარს თუ არა საქართველო! ნორმალური ქართველები, ამ კონკურსზე, საზღვარგარეთიდან საკუთარი სამშობლოს წარმომადგენელს უჭერენ მხარს... რუსეთზე უბრალოდ აღარაფერს ვიტყვი!"

"დაანებე საქართველოს თავი და წადი უხა მოამზადე! როგორ არ გრცხვენია გუშინდელი შენი პოსტის შემდეგ!!!"


1
320
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
320
  
2015, 29 მაისი, 13:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1