x
image
worldsport.ge
არგენტინაში ფეხბურთელი დაიღუპა

imageარგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ კალენდარულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "ბოკა უნიდოსი" და "ატლეტიკო პარანა" ხვდებოდნენ, ტრაგედია მოხდა. მატჩის 32-ე წუთზე "ატლეტიკო პარანას" 27 წლის მცველი კრისტიან გომესი მოულოდნელად მოედანზე დაეცა. სამედიცინო შტაბის დიდი მცდელობის მიუხედავად ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი მოედანზე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინაში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მოთამაშე დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ მოედანზე სიცოცხლე 24 წლის ემანუელ ორტეგამაც დაასრულა.



გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0