საზოგადოება "ქე გვაჯობა თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაფითქინებულმა რუსმა გოგომ"-არქიმანდრიტი ანთიმოზი ნინა სუბლატის „ევროვიზიაზე“ გამოსვლას ეხმიანება(+საზოგადოების აზრი) 2015, 25 მაისი, 12:00 სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ანთიმოზი დიდი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", მისი სტატუსები ინტერნეტ მედიის და საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა ხოლმე. იგი ცნობილია როგორც ყველაზე სკანდალური მამაო. ახლაც, ანთიმოზ ივერიელი ნინა სუბლატის "ევროვიზია 2015"-ზე გამოსვლას ეხმიანება და მის გამოსვლას დემონურს უწოდებს: "ნინო სუბლატი- ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო? შე დალოცვილო! ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი კაბა ჩაგეცვა და გემღერა ისე! ეტყობა უთხრეს ევროვიზია დემონურს აწვება და ესე უფრო მოვხიბლავთო! ვაი ჩვენს პატრონს! დემონიზაციაში მაინც გავასწარით ევროპას... ქე გვაჯობა თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაფითქინებულმა რუსმა გოგომ..." ამ სტატუს უამრავი კომენტარი მოყვა, მამაოს ბევრი შეეწინააღმდეგა: "თეთრ კაბაში გამოწყობილი და გაფითქინებული რუსი გოგოს უკან სახელმწიფოა, რომელსაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიომ, რომ ანგარიშს უწევს, სამოსი არაფერ შუაშია, პოლიტიკურია ეს კონკურსი და ევროპელები კი არა, ქართველები ვართ, "კავკასიის მთების შვილები" და მარტონი ვართ მსოფლიოში!... ევროპა არა ჟიფო... (მაპატიეთ და...)" "კლიპშიც შავი აცვია, მერე რა? რატომ აი მაინცდამაინც დემონს მიამსგავსეთ? ეგრე რუსეთი ანგელოზი გამოვიდა ანუ რახან თეთრი ეცვა? ლოგიკას ვერ ვხვდები"... "Arqimandriti Antimozi-მარტო შავზე არ არის. ფრთიანი შავი ეშმაკის სახე ჰქონდა"... "ეს გოთური სტილი უფრო მგონია მე. დემონური წარმომიდგენია მაგარი საშინელება, ბევრი სვირინგით, რქებით, საშინელი კბილებით და ფრჩხილებით. აი თოფურიას, რომ ჰქონდა ერთ დროს გოთური სტილი, შავი პომდით რომ იჩითებოდა... გოთურია 100%." "ეხლა არ ვიცი აქ მოსატანია თუ არა, მაგრამ რაკი სამოსი და "იმიჯი" ვახსენეთ, თუ მიაქციეთ ყურადღება ნინას მარცხენა მაჯაზე რა ეკეთა? რეპეტიციების დროს დავაკვირდი-წითელი ზონარი!! ეს მოგეხსენებათ კაბალისტური ნიშანია! დავამატებ აქვე: ასეთი წითელი ზონარი უკეთიათ მადონას და აგრეთვე სოფო შევარდნაძეს"... "Arqimandriti Antimozi-არ ჯობია ჩვენ გოგოს ფიზიკურად რუსი, მარა ისე ჩააცვეს რო დაამახინჯეს"... "Arqimandriti Antimozi-ვაიმეე, რა გვეშველება?! ეს გამოშეშებული ზოგიერთი ქართველი რა სიამოვნებით მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს შუბლზე და მარჯვენა ხელზე!" "ანრი ჯოხაძეს თუ ქონდა ეროვნული შტრიხები და მართლაც მაგარი შოუ, იმიტომ არ გამოუშვეს მეორე ტურიდან? უბრალოდ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროვიზიაზე მონაწილეობა, რა, თურქეთი თუ არ იყო წელს ვერ ყავს ძლიერი მომღერლები?" "ნუ ცხოვრობთ მუდმივად ამ წარსულით და ნუ აკავშირებთ ყველაფერს ჩვენს წინაპრებს. გავიდა მას მერე "ორასი" წელი. ინდივიდუალურია, პოზიტიური ადამიანი მის სამოსს მიუდგება ისე, როგორც რეალურად იყო და ადამიანი, რომელიც ყველაფერს ნეგატიური მხრიდან უდგება დემონსაც დაინახავს და უარეს რაღაცეებსაც." "Arqimandriti Antimozi-გადავხედე ვინც ნინო სუბლატის დემონურ შესამოსელს კბილებით იცავს, უმეტესობა ნაციონალია"... " მამაო დიდი ბრძოლა გაქვთ აშკარად... ჩვენი პრობლემა წიგნია და ტაძარი... სულიერება გვაკლია, ისე შორს ვართ უფალთან, მიწა ტირის ჩვენი ცოდვით." "აბსოლუტურად არაფერ შუაშია ნინას ჩაცმულობა დემონებთან...თუ ამ კუთხით გვინდა დავინახოთ, კი დავინახოთ...მე უფრო თანამედროვე მეომარი ქალის ჩაცმულობად მივიღე, როგორიც არაერთ თანამედროვე ფილმებში გვინახავს...ნუ იქნებით მწარეები"... "ნინა იყო სუბლატი ზუსტად, რომ გაიძახოდა გადაგვიარეს ამ ფაფახიანმა და ფანდურიანმა ბიჭებმაო, ვისაც გსურთ გააღმერთეთ... რა ვქნა მე ვერ ვეთაყვანები... ადამიანმა საკუთარი გვარი დათმო, თან როგორი გვარი, ფაფახიანი და ფანდურიანი ქართველები მირჩევნია, ეშმაკის მაშხალებს... ევროვიზია არა კვახი... ჩამქოლეთ ეხლა თუ გინდათ..." "სირცხვილია!!! სირცხვილია ამას რომ წერ შენ!!! ქრისტიანობასთან რა კავშირში ხარ შენ!!! დემონი შენ ხარ... საქართველო ამაყობს ნინათი, სულ ბოლოზე რომ გასულიყო მაინც!!! აი შენ კი დიდი სირცხვილიხარ ჩვენთვის!" "Arqimandriti Antimozi-ან ნაციონალებს, რამ შეაყვარათ ესე დაცემული ანგელოზი და ლგბტ და კიდევ ის, ანაკლიაში რომ ჩაატარეს სახელი დამავიწყდა" აი ასეთი კიდევ მსგავსი მრავალი კომენტარი იყო, ასე დაერია ერი და ბერი! ზოგს ნინა მოსწონს, ზოგს მამო... 151 4-ს მოსწონს 1-ს არა
|