ჯანმრთელი კვება ვისთვის არ შეიძლება და რა სარგებლობა აქვს ნაყინს 2015, 19 მაისი, 15:20 ![]() ნაყინი ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად. მაგრამ საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა იგი? დავიწყოთ თავიდან... ნაყინის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება ჩინურ სიმღერების კრებულში - "შინზინ"-ში, (ძვ. წ. 3 ათასი წელი). ძველი წერილების მიხედვით, ჩინელი იმპერატორების სუფრაზე ხშირად მიჰქონდათ გაყინული ხილის წვენები. შუა საუკუნეებში ნაყინის თითქმის ყველა საიდუმლო დაიკარგა. მხოლოდ XVIII საუკუნეში, ჩინეთში ჩასული მარკო პოლოს წყალობით, დასავლეთევროპელებმა აღმოაჩინეს ამ გემრიელი დესერტის მომზადების რეცეპტი. ნაყინის შემადგენლობა ![]() - რძე - საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%; - მშრალი რძე, 9-12%. აქვე შედის პროტეინები და ლაქტოზა; - შაქარი, 12-16%. ჩვეულებრივ ეს არის საქაროზისა და გლუკოზის სიროფის ნაზავი. - სტაბილიზატორები და ემულსიები, 0.2-0.5%; - წყალი, 55%-64%. იგი ორთქლდება ნაყინის სხვა კომპონენტებიდან. ამას ემატება ჰაერი, რომელიც რევის პროცესში ხვდება ნაყინის მასაში. ერთი ფინჯანი ნაყინის კალორიულობა შეიძლება მერყეობდეს 270-დან 375 კალორიამდე. ნაყინს შესაძლოა უამრავი დანამატი ჰქოდნეს: შოკოლადი, თხილი, ხილი, ჯემი, კარამელი, ორცხობილის ნამტვრევები, სიროფი და ა.შ. ნაყინი იყოფა შემდეგ ძირითად ტიპებად: - რძიანი ნაყინი (ცხიმიანობა 4%-მდე); - ნაღების ნაყინი(ცხიმიანობა 10%-მდე); - პლომბირი (ცხიმიანობა 15%-მდე); - ხილის ნაყინი (ხილის წვენზე დამზადებული, უცხიმო). ნაყინის დადებითი თვისებები ნაყინის შემადგენლობაში 100-მდე სასარგებლო ნივთიერება შედის: 20-ზე მეტი ამინომჟავა, 25-მდე სხვადასხვა ცხიმოვანი მჟავა, 30-მდე მინერალური მარილები, ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ფერმენტები, 20-ზე მეტი სხვადასხვა ვიტამინი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი და რკინა. ![]() კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია იოგურტის ნაყინი. იგი დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. იოგურტის ნაყინის უპირატესობა სხვა რძემჟავა პროდუქტებთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ გაყინულ მდგომარეობაში მის შენახვა შეიძლება 3 თვემდე, თან ისე, რომ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ![]() ნაყინის მიღება თირკმელებში კენჭების გაჩენის პროფილაქტიკასაც ახდენს. ქალებში ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს და ამცირებს უნაყოფობის რისკს. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ საღი რძე აუმჯობესებს ოვულაციას. უარყოფითი თვისებები ![]() ნაყინის მოხმარება უნდა შეზრუდონ მათ, ვისაც გულის იშემიური დაავადებები, ათეროსკლეროზი და კარიესი აწუხებთ. ნაყინი უკუნაჩვენებია კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და ქრონიკული გასტრიტის დროს. ექიმები ნაყინის მირთმევას არურჩევენ არც იმ პირებს, რომლებიც ხშირად ავადდებიან რესპირატორული დაავადებებით. თუ ნაყინი დამზადებულია საქაროზაზე, იგი არ შეიძლება დიაბეტით დაავადებულთათვის. ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვთ, თავი უნდა შეიკავონ ცხოველურ ცხიმებზე დამზადებული ნაყინისგან. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ თავი უნდა ავარიდოთ ლიმონის, მარწყვის და სხვა არომატული ტიპის ნაყინებს, რადგან ამგვარი ნაყინი, როგორც წესი, შეიცავს დიდი რაოდენობით ხილის ესენციებსა და დანამატებს, რომლებიც შორსაა ნატურალურისგან. ნაყინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. სტატისტიკის მიხედვით, ამგვარი თავის ტკივილისაკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოში დაახლოებით ადამიანების 1/3-ს აწუხებს. ტკივილის მიზეზია სი, რომ ნაყინის ჭამის დროს ორგანიზმის ტემპერატურა ძალიან სწრაფად და მკვეთრად ვარდება, რაც სისხლძარღვებს კუმშავს და თავის ტვინში სისხლის მიწოდება იკლებს. ეს ყველაფერი იწვევს ტკივილს. ![]() ![]() 2633 11-ს მოსწონს
|