x
image
მანჩო 777
მსოფლიოს ათი ქვეყანა, სადაც მოხვედრას ქალებს არ ვურჩევდი
ოცდამეერთე საუკუნის ქალი - ესაა თავისუფალი, თავდაჯერებული, ლამაზი და წარმატებული პიროვნება, მაგრამ იმ 3, 33 მილიონი ქალიდან, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ძალადობის, რეპრესიების, იზოლაციისაა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ ქალებზე მინდა გიამბოთ.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა მსოფლიოს ათი ქვეყანა, რომლებიც ექსპერტებმა ქალების სიცოცხლისათვის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნიეს.


image


1. ერაყი



image

ბოლო წლებში ერაყი ნამდვილი სექტანტური ჯოჯოხეთი გახდა ქალებისათვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ქვეყანა ტირანის - სადამ ჰუსეინისაგან გაათავისუფლეს. ქალების განათლების დონე, რომელიც წლების წინ ყველაზე მაღალი იყო მთელ არაბულ სამყაროში, ამჟამად ძალიან დაბალ საფეხურზე იმყოფება. 2014 წლის ბოლოს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ერაყში 150 -ზე მეტი ქალი დასაჯეს სიკვდილით ეგრეთწოდებულ "სექს-ჯიჰადში" მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო.



2. პაკისტანი


image

პაკისტანის ბევრ რეგიონში სასჯელის სახით მიღებულია ქალის გაუპატიურება იმ შემთხვევაში, თუ მისი ოჯახის წევრმა მამაკაცმა (ქმარმა, მამამ ან შვილმა) რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამ ქვეყანაში გაცილებით უფრო პოპულარულია "მკვლელობა ღირსების დასაცავად". ცოტაოდენი ხნის წინ ქვეყანას გადაუარა რელიგიური ექსტრემიზმის ტალღამ, მიმართულმა ქალი-პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ ადვოკატებად და იცავენ ადამიანების, განსაკუთრებით ქალების უფლებებს. ქალები გამუდმებით ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და ჯერჯერობით არავითარი კანონი არაა მიღებული ოჯახური ძალადობისაგან მათ დასაცავად. ამ პრობლემას პაკისტანში ქალების 90% გამუდმებით აწყდება.



3. ინდოეთი


image

ინდოეთში ქალები შეადგენენ შიდსის ვირუსით დაავადებული მთელი მოსახლეობის 40 %-ს, სუსტი სქესის 70% კი გამუდმებით განიცდის ოჯახურ ძალადობას. ყოველ სამ წუთში ერთხელ ამ ქვეყანაში ერთი ქალი მაინც ხდება გაუპატიურების მსხვერპლი. მთელი გასული საუკუნის განმავლობაში ქვეყანაში მოკლული იქნა 50 მილიონამდე არასრულწლოვანი გოგონა, ხოლო 100 მილიონამდე ქალი და გოგონა გახდა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი. მოზარდების 44%-ს 16 წლის ასაკამდე ათხოვებენ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.



4. სომალი


image

სომალიში მომხდარმა სამოქალაქო ომმა ძირფესვიანად შეცვალა ამ ქვეყანაში სიტუაცია ქალებისათვის, რომლებიც მანამდე ოჯახის ბურჯს წარმოადგენდნენ. აქ 4-დან 11 წლამდე გოგონების 90% განიცდის ძალადობას და გაუპატიურებას. სომალიში ქალების მხოლოდ 9% მშობიარობს სამედიცინო დაწესებულებებში, დანარჩენებს კი სახლში, აუტანელ პირობებში უხდებათ ბავშვების გაჩენა.



5. მალი


image

მალი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში. აქ ძალიან ცოტა გოგონა თუ გადაურჩება ქალების წინადაცვეთის საშინელ და მტანჯველ პროცედურას. გოგონების უმეტს ნაწილს 10-12 წლის ასაკში ათხოვებენ და ბევრი მათგანი კვდება ფეხმძიმობის პერიოდში ან მშობიარობის დროს.



6. გვატემალა


image

საცოდავი გვატემალელი ქალები ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლი. ქვეყანა ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში შიდსის გავრცელების პროცენტული რაოდენობით.



7. სუდანი


image

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უამრავი დემოკრატიული კანონი მიიღეს, ქალების მდგომარეობა დასავლეთ სუდანში კვლავ სავალალოა. მოტაცებამ, გაუპატიურებამ და იძულებით გასახლებამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ 2003-2014 წლების განმავლობაში სუდანში მოკლული იქნა მილიონამდე ქალი.



8. კონგოს დემოკრატიული სახელმწიფო


image

მიუხედავად იმისა, რომ ომმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე შეიწირა 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მას დასასრული ჯერაც არ უჩანს. აქ ქალები ხშირად მამაკაცებთან ერთად იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე. ისინი ხშირად ხდებიან თავდასხმის და ძალადობის მსხვერპლი საპირისპირო მეომარი მხრიდან. ქალების ხვედრი ამ ქვეყანაში ძალიან მძიმეა: ყოვლდღიურად კონგოში ხდება 1100-მდე გაუპატიურება. ამ მხრივ რეკორდული იყო 1996 წელი, როცა ამ რიცხვმა 200 000-ს მიაღწია. ფეხმძიმე ქალების 60% არასრულფასოვანი კვების გამო ანემიით იტანჯება და არცერთ ქალს, გამონაკლისის გარეშე, არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს რაიმე იურიდიულ საბუთს ქმრის თანხმობის გარეშე.



9. ავღანეთი


image

ავღანელი ქალები საშუალოდ 45 წელიწადს ცხოვრობენ. 30-წლიანი ომისა და რეპრესიების შემდეგ ამ ქვეყანაში ქალების უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარია, ხოლო 80 % პატარძლებისა 16 წელს არაა მიღწეული. აქ ყოველ ნახევარ საათში ერთი მშობიარე ქალი კვდება, რადგან მშობიარეების 90% ბავშვს სამედიცინო დახმარების გარეშე აჩენს. ავღანეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში მშობიარეების სიკვდილიანობის მაჩვენებლით.



10. ჩადი


image


აფრიკის ამ ქვეყანაში ქალები აბსოლუტურად უუფლებონი არიან. გოგონების უმეტესობას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ 10-12 წლის ასაკში ათხოვებენ. ქალები, რომლებიც ჩადის აღმოსავლეთით მდებარე ლტოლვილების ბანაკებში ცხოვრობენ, ხშირად ხდებიან გაუპატიურების ან სხვა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ბანაკის გარეთ მყოფ ქალებს კი გამუდმებით დევნიან და ავიწროებენ ოპოზიციური შეაიარაღებული ძალების წევრები, ბანდიტები და ჩადის უსაფრთხოების სამსახურის ბოევიკები.


P.S. მოვრჩი წერას და ამ ქალების სატიკ ბედზე დაფიქრებულს, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: მადლობა, ღმერთო, რომ საქართველოში დავიბადე და აქ ვცხოვრობ. ქალბატონები, თქვენ არ მეთანხმებით?

18
2246
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2246
  
2015, 29 მაისი, 11:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 29 მაისი, 11:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 28 მაისი, 19:40
ფაქტია, რომ ხდება..მუსულმანურ სამყაროში განსაკუთრებით უუფლებონი არიან ქალები.
2015, 28 მაისი, 19:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 24 მაისი, 12:34
მართალი ხართ :(
2015, 23 მაისი, 22:52
აქ ისეთი ქვეყნები იყო ქალებს კი არა კაცებსაც არ მოუნდებათ ყოფნა
2015, 21 მაისი, 12:58
კი ნამდვილად ამის მერე რაღაზე ვიწუწუნო :(
2015, 19 მაისი, 12:30
ამ ქვეყნებთან შედარებითთქო, ავღნიშნეთ უკვე....თორემ ევროპის მოწინავე ქვეყნებზე რომ ყოფლიყო სტატია, მაშინ ვინატრებდით, რომ მათსავით წარმატებული და თავისუფალი ყოფილიყო ქართველი ქალიც, თუმცა რასაც თქვენ ამბობთ, ეგ კრიმინალია და კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულში.
2015, 18 მაისი, 22:36
აჰა, ე.ი. ყველაზე უარესს უნდა შევადაროთ საქართველო რომ ქართველი ქალი მადლობელი იყოს, თანაც უმუშევარ ქმარზე?? ვაივაიი.. მადლობა ქართველმა კაცებმა თქვან პირიქით,რომ ცოლები არჩენენ... ეს მაგარი იცით რა... ახალგაზრდა, ულამაზესი გოგო ყოფილმა ქმარმა მოკლაო და ბიჭების კომენტარი; ასეთი გოგონები ღირსები არიან ასეთ უღირს ტიპებს რომ ირჩევენო, თურმე ესეც გოგოს ბრალია რომ ტიპი დაწყობილი ვერაა... მოკლედ ლოგიკა გაქვთ გადასარევი...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10