x
image
ციცი
Mediator image
გურჯაანელმა მამაკაცმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა
image
ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალური თემაა. თუმცა საქართველოში მაინც არ არსებობს მისი ზუსტი აღრიცხვა, რადგან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არ მიმართავს შესაბამის ორგანოებს და მასზე განაგრძობენ ძალადობას, რაც შეიძლება შემდგომში სავალალო შედეგით დამთავრდეს.

მოძალადები უფრო მეტად არიან მამაკაცები, ხოლო მათი მსხვერპლი-ბავშვები და ქალები. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სოციალურად დაუცველებში.

მთვრალი, უუნარო მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის რჩენა ხშირად სასტიკად უსწორდება თავისი ოჯახის წევრებს.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემის, "კურიერის" განცხადებით, მამაკაცი ბავშვებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობდა და სასტიკად სცემდა მათ, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით.


ეს ფაქტი მოხდა სოფელ გურჯაანში. ოჯახური ძალადობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული მამაკაცი, დავით თათრიშვილი, რომელიც წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამრთლევი, დააკავეს.

მამაკაცს ბრალი საკუთარი შვილის, ოთხი წლის ბიჭის და ორი გერის, წლინახევრის და ორწლინახევრის ბავშვების, სასტიკად ცემაში ედება.


განსაკუთრებით მძიმეა წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა, იგი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით.

ბავშვების დედის, ოჯახის დიასახლისის თქმით, სოციალური პრობლემების გამო ჰქონდა ადგილი ბავშვების მიმართ ჩადენილ ასეთ სისასტიკეს.

რამდენად ხშირად მიმართავდა მამაკაცები ბავშვებზე ძალადობას, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ერთი რამ კი ცხადია, რომ არა წლინახევრის ბავშვის მძიმე მდგომარეობა და საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა, იგი ალბათ კვლავ გააგრძელებდა ბავშვების ჩაგვრას და წამებას.

სოციალური მუშაკის ნუნუ ქოროღლიშვილის ინფორმაციით, ბავშვებს მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩასვავენ.

დაკავებულმა მოძალადე მამაკაცმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.imageimageimage


0
30
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0