საზოგადოება „იმედმა“ ყველა რეკორდი მოხსნა უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში 2015, 17 მაისი, 21:35 ![]() "დემოგრაფიული განვითარების ფონდი". ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მას სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები, კერძოდ შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან დიდი ბრიტანეთიდან და ხორვატიიდან. კონფერენციაზე, აგრეთვე ფილმი „პატრიარქის“ ჩვენება გაიმართება. ქართული მხრიდან სიტყვით გამოვიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიმართა:„მინდა მივმართო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს, მის მეუღლეს ქალბატონ ინა გუდავაძეს, მის დას ქალბატონ ნანა პატარკაციშვილს და ასევე ბადრის ოჯახის ქონების მმართველ მოურავებს. თქვენი ოჯახის მიერ კონტროლირებულმა ტელევიზია „იმედმა“ ბოლო დროს ყველა რეკორდი მოხსნა საქართველოში უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში. ამ საქმეში მან სააკაშვილის „რუსთავი 2“-საც კი აჯობა. ჩვენი საზოგადოების მრავალი წევრი გაოგნებული უცქერის იმ ვაკხანალიას, რომელიც „იმედის“ ეთერში მიმდინარეობს. გრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ არ გესმით, რომ ამით თქვენ არცხვენთ ბადრი პატარკაციშვილის სახელს. იმედი გვაქვს, რომ შეისმენენ საზოგადოების წევრების და მათ შორის ჩემს არაერთ შეგონებას და გამოასწორებენ მდგომარეობას თქვენს ტელევიზიაში". ![]() შესაძლებლობა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანს, იმუშაოს მის მფლობელობაში არსებულ რომელიმე კომპანიაში, შეკითხვა ბიზნესმენმა უკომენტაროდ დატოვა და აღნიშნა, რომ ისინი დღეს საქართველოს პატრიარქის მიერ ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებას აღნიშნავენ. 75 8-ს მოსწონს
|