საზოგადოება "წვერებიანი ქალი" შუა საუკუნეების მოხეტიალე ცირკის მთავარი გასართობი ნომერი იყო-ირაკლი ვაჭარაძე 2015, 16 მაისი, 13:11 ირაკლი ვაჭარაძე, ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, 17 მაისთან დაკავშირებით, შემდეგ სტატუსებს აქვეყნებს. ეს სტატუსები კი მას შემდეგ დაწერა, რაც გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსი", მისი მისამართით სერიოზული ბრალდებები გაისმა: "იმედის ეთერში ახლა ზიან სექს-მუშაკები, გეები, ტრანსები, ნარკომანები, მკითხავები და კიდევ მრავალი ჯურის ხალხი და თავის ჭკუით მაკრიტიკებენ მე, სინამდვილეში კი ფანტასტიურ რამეს აკეთებენ: საქართველოს აჩვენებენ, თუ რა ბედი ელის საზოგადოებას, სადაც ადამიანები არიან დაჩაგრულები, გეტოებში გაყრილები და დისკრიმინირებულები." ილაპარაკეთ. რაც მეტს იდუღებს მაჭარი, მით მეტად დაიწმინდება ღვინო ჩენჩოსგან. "რა არის ჰომოფობია? როცა ადამიანების ერთ ჯგუფს დაჩაგრავ და ადამიანობაწართმეულს, სოციალურ სანაგვეზე მოისვრი, რომელიც იქ შეუმჩნევლად ლპება და დღის სინათლეზე მხოლოდ მაშინ გამოგყავს, როცა მისგან "ფრიკ" შოუ უნდა გააკეთო. "წვერებიანი ქალი" შუასაუკუნეების მოხეტიალე ცირკის მთავარი გასართობი ნომერი იყო. აი, ესაა დღეს ლგბტ თემი. რუსულ პროპაგანდას, ანუ ტვ იმედს, ის ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებებს უნდა დაარტყას, როცა ამ ჯგუფის უფლებების დამცველ ორგანიზაციას უნდა დაარტყას. რასაკვირველია, აქ ჩემი ცალკე გატანა, "დაშალე და იბატონე"-ს პრინციპის საუკეთესო კაგებეშნიკური მაგალითი იყო. გადაცემაში აშკარად გეი, მაგრამ დამალული ადამიანების მოწვევით, საკუთარ ღირსებაზე უარის თქმევინებით, პუტინის ოხრანკამ "პიდ----ტების" ხელით აჩვენა მოქალაქეებს: აი, ესენი არიან "ელგებეტეები", არ ღირს ამათი "გაპ---ვა" და არც უფლებების დაცვა თუ ღირსების პატივისცემაო. ამიტომ, უყურეთ, ყველამ უყურეთ ჯაჯანიძის გადაცემას. კრიტიკულად შეაფასეთ ეს თავისი არსით ანტი ჰუმანური ცირკი, სადაც გეები თავად ირტყავენ მათრახს, სადაც ნარკომანი სიფხიზლეს ქადაგებს, სადაც 17 მაისის დამარბეველი მღვდელი ეკლესიის შეუცდომლობაზე მოურიდებლად საუბრობს, სადაც ცნობილი მეძავი ქალი ლგბტ ადამიანების გემზე შეყრას და ჩაძირვას ითხოვს. ადამიანი რომელიც პირდაპირ ეთერში სექსით გავიცანით, ბრაზობს იმაზე თუ თეორიულად როგორ კოცნის ორი ბიჭი ერთმანეთს. ეს იყო ფრიკ შოუ, დადგმული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი პრორუსული ტელევიზიის მიერ. წლევანდელი ევროსასამართლოს საპასუხო მესიჯი იყო, ბრბოზე მიმართული: ამათ არც ღირსება აქვთ და არც საცემად დაედევნოთ წელსო. 17 მაისს გილოცავთ მეგობრებო, ადამიანისთვის ღირსების წართმევისა და ღირსების დაბრუნების დღეს. 109 4-ს მოსწონს
|