საზოგადოება მილიარდელის შვილიშვილმა გოგონა აიძულა გორკის პარკში შიშველი გაევლო..ხოლო სხვა გამვლელს 10 ათასის სანაცვლოდ შარდი დაელია 2015, 14 მაისი, 19:40 ამასობაში კი მილარდელმა ნეკლუდოვმა მოითხოვა შვილიშვილის უკან დაბრუნება ხელახლა აღსაზრდელად და პროვოკაციული გამოხტომების შესაწყვეტად.
16 წლის მოზარდმა აიძულა გოგონა შიშველს გაევლო გორკის პარკში, ხოლო გამვლელს 10000-ის სანაცვლოდ შარდის დალევა მოსთხოვა. რამდენიმე დღეში 600 000 ათასი ნახვა YouTube-ზე და ათასობით განრისხებული მომხმარებლის კომენტარი.ვიდეოში შემთხვევითი გამვლელი თანახმაა დალის უცხო ადამიანის შარდი ფულის სანაცვლოდ. სკანდალური ვიდეოს ავტორი აღმოჩნდა შორეული აღმოსავლეთში მაცხოვრებელი მილიარდელის, იგორ ნეკლუდოვის შვილიშვილი.უმსხვილესი დეველოპერული კომპანია" Дальрео"-ს მფლობელი. 16 წლის მოზარდის გრიგორი მამურინის დედა, ანუ მილიარდელის ქალიშვილი რამდენიმე ფიტნეს კლუბის მფლობელია ხაბაროვსკში, აგრეთვე მამა და ქალიშვილი აკონტორლებენ ადგილობრივ ტელეარხ-«Даль-ТВ» («ТНТ»-ს პარტნიორი), აქვთ კინოთეატრების ქსელი, ფიტნეს კლუბი «World Class» და საუნა «Даль У».....ხოლო მოზარდი გრიგორი ასე ერთობა ქვეყნის დედაქალაქში. თვითონ მილიარდელის ახალგაზრდა მემკვიდრეს უკვირს ხალხის ასეთი აღშფოთებული რეაქცია, მისი აზრით მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, ხალხი, რომლებიც ფულის გამო თავს იმცირებენ უფრო ამაზრზენები არიან, აღნიშნა გრიგორიმ. "სტრიპტიოზირების ხომ იხდიან ფულის გამო" ამასობაში კი მოზარდის პაპა, გაიგო რა შვილიშვილის მოსკოვური "საგმირო საქმენი" გაცოფებულია, როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, თვითონ იგორს არ უყვარს სახალხოდ გამოჩენა და კატეგორიულად წინააღმდეგია მისი შვილიშვილი რითიმე ყურადღებას იქცევდეს.ქალიშვილი ლარისა უკვე გაფრინდა მოსკოვში იმისთვის, რომ შვილი უკან ჩამოყვანოს.ამის შემდეგ გრიგორი სახლში ისწავლის პაპის მკაცრი მეთვალურეობის ქვეშ. 589 7-ს მოსწონს
|