ორსულობა და ბავშვი ქირურგს მშობიარეს მუცელში მობილური დარჩა 2015, 14 მაისი, 12:28 ახალგაზრდა ქალი ვერაფრით ხვდებოდა რა ვიბრირებდა მის სხეულში.
36 წლის ჰანან აბდულ მაჰმუდ ქარიმმა იორდანიიდან ჯანმრთელი ბიჭუნა იმშობიარა.რადგან ნაყოფის საკმაოდ დიდი იყო, (ჩვილი 4.8კგ დაიბადა) კერძო კლინიკის ექიმმა გინეკოლოგმა გადაწყვიტა საკეისრო კვეთა განეხოციელებინა.ქალი ჩვილთან ერთად კლინიკიდან მალევე გაწერეს. თუმცა ახალგაზრდა ქალს მშობიარობის შემდეგ მუცლის არეში გამუდმებული ტკივილები დაეწყო, მან რამდენჯერმე მიაკითხა კლინიკას თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ვერ დაადგინეს. ქალმა გადაწყვიტა სახელმწიფო საავადმყოფოსთვის მიემართა.ულტრაბგერითი გამოკვლევის სპეციალისტმა ქალს მუცლის ღრუში უცხო სხეული აღმოუჩინა.იგი სასწრაფოდ საოპერაციოში გადაიყვანეს და მუცლიდან მობილური ტელეფონი ამოუღეს, იუწყება Golf News. იორდანიის პარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაუყონებლივ გამოიძიონ ეს ინციდენტი და დამნაშავე დასაჯონ, თუმცა ჯანდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თითქოს ქალი ძლიერ აჭარბებს და ამახინჯებს ფაქტებს (უნდა მიხვდეთ, რომ თვითონ ჩაიდო სხეულში პატარა მობილურიო(??)) 77 8-ს მოსწონს
|