x
image
ციცი
Mediator image
"მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!!!" რეპერი მასტერა 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს!
image



მთელს მსოფლიოში 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე ოფიციალურად 2003 წლიდან აღინიშნება.

შექმნის იდეა ეკუთვნის ფრანგ მწერალსა და მეცნიერს Louis-Georges Tan-ს. ეს დღე შემთხვევით არ იქნა შერჩეული. სწორედ 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღო. Louis-Georges Tan-ი იმედოვნებდა, რომ ეს დღე დაეხმარებოდა შეცვლილიყო უკეთესებისკენ იმ ხალხის ცხოვრება, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია თითქმის ბევრგან შეინიშნება, დაახლოებით 80 ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კანონოთ ისჯება. ზოგიერთ ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე, ხოლო ათეულობით ქვეყანაში სიკვდილით დასჯით.



17 მაისის მიზანია ძალადობის დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა ლგბტ წარმომადგენლების მიმართ.

საქართველოშიც მრავლად არიან უკვე ლგბტ-ს წარმომადგენლები, ისინი უკვე საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბრობენ და აქციებსაც აწყობენ. როგორც გახსოვთ, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დარბეული იქნა, აქციის დარბევაში მამაოებიც იღებდნენ მონაწილეობას. ახლაც, ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელთათვისაც მიუღებელია ამ დღის აღნიშვნა, უკვე აპროტესტებენ და მოსალოდნელ აქციაზე საუბრობენ.image

აი რას წერს რეპერი მასტერა (გიორგი პავლიაშვილი) ამ დღესთან დაკავშირებით:


"ინფორმაცია ვრცელდება, რომ 17 მაისს კვლავ აპირებენ გეი-პარადის გამართვას ...
არასდროს დაუშვებს ქართული საზოგადოება ხელი შეუწყოს ერის გარყვნის პროპაგანდას!
ეს დღე, 17 მაისი ეკლესიამ გამოაცხადა, როგორც ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ!!!
მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!!!"

image
გარდა ამისა რეპერი მასტერა ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთებმა მისი პოსტი სხვანაირად გაიგეს. იგი ვიდეოში აღნიშნავს, რომ სექსუალური უმცირესობის მიმართ მას აგრესია არ აქვს, უბრალოდ მას არ მოწონს რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევიან. საზოგადოების დიდ ნაწილს და მასაც არ სურს, რომ თბილისში გაიმართოს გეი აქციები და ეს ჩვეულებრივ მოვლენად ჩაითვალოს...



0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0