x
image
K.P.
"სკანდალური ხედვა"-ლელა კაკულია ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს
image
ლელა კაკულია ერთ-ერთი ქართველი წინასწარმატყველია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხშირად მიმართავენ რჩევის მისაღებად მდიდრებიც და ღარიბებიც, პოპლიტიკოსები და ცნობადი სახეები, ტელეეკრანებსა და ჟურნალ-გაზეთებზეც ხშირად მოჰკრავთ თვალს. ქალბატონი ლელა ხშირად წინასწარმატყველებს ქვეყნის მომავალზე და გვაიმედებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველება ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეხება. ის პრემიერს აფრთხილებს, რომ მინისტრებთან შეხვედრების დროს პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენოს, ინციდენტი რომელიც შესაძლოა მალე მოხდეს ცალსახად ყურადღებამისაქცევია. image

"სკანდალური ხედვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით.

2015 წლის 9 მაისი.


ხუმრობის გარეშე ვურჩევ პრემიერს, მინისტრებთან შეხვედრებისას პლასტმასის ჭურჭლით ისარგებლოს. იმიტომ, რომ ვხედავ ერთ-ერთი გაგულისებული მინისტრი მოულოდნელად ჭიქას ესვრის. საბედნიეროდ, პრემიერი კარგი რეაქციის წყალობით გადაურჩება ტრავმას, უცბად გასწევს თავს და ნასროლ ჭიქას აიცდენს. მე არ ვხუმრობ. მთელი სერიოზულობით ვაფრთხილებ პრემიერს ამის თაობაზე!

ლელა კაკულია"-აი ეს ინფორმაცია ვრცელდება ლელა კაკულიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე.image

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ მალე ის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ კი მისი ადგილი დაიკავა და ქვეყნის პრემიერის ამპლუა მოირგო. ღარიბაშვილსა და მის მთავრობას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ლარი გაუფასურდა. თავად კი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების ბრალია.image

1
1158
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1158
  
რას ეწევა კი მაგრამ ეს ქალი.....
0 1 1