საზოგადოება ამერიკული ორგანიზაცია NDI ახალ კვლევის შედეგებს აქვეყნებს:რა აწუხებს ქართულ საზოგადოებას უპირველეს ყოვლისა? 2015, 11 მაისი, 22:50 ![]() 27 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით გამოიკითხა 4 360 რესპონდენტი.კვლევაში მიღებული შედეგების მიხედვით გამოიკვეთა სამი უპირველესი მტკივნეული საკითხი, ესენია:სამუშაო ადგილები(66%), ფასების ზრდა და ინფლაცია(43%) და სიღარიბე(39%). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ სამეულში არ მოხვდა.(27%) გამოკითხულა 43 % თავს უმუშევრად მიიჩნევს, 58 %-ისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიები და სახელმწიფო დახმარებაა, 44 % -ისთვის - ოჯახის წევრთა ხელფასების ჯამური ოდენობა, 14 პროცენტისთვის კი -საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლების მიერ გამოგზავნილი ფული. გამოკითხულთა 24 %-ისთვის თვიური შემოსავალი 261-დან 400 ლარის ფარგლებშია, მხოლოდ 2 %-ს აქვს 1 600 ლარზე მაღალი თვიური შემოსავალი. 23 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 37%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის კურსი მცდარია. რაც შეეხება საგარეო კურსს, აღსანიშნავია, რომ მოიმატა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველებმა. 2013 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად 11% უჭერდა მხარს, აგვისტოს თვეში 20%, ხოლო ამჟამიდნელი კვლევის შედეგი 31% შეადგინა. 48 8-ს მოსწონს 1-ს არა
|