არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სერხიო ბატისტა ბაჰრეინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. 52 წლის სპეციალისტი შეეცდება აზიური გუნდი 2018 წლის მუნდიალზე გაიყვანოს.
ბატისტამ არგენტინის ოლიმპიურ გუნდს 2008 წლის ოლიმპიადა მოაგებინა. 2010 წლის ზაფხულში სერხიო “ალბისელესტეს” დამრიგებელი გახდა, თუმცა 2011 წელს იგი კოპა ამერიკაზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო გაანთავისუფლეს. ბატისტას ბოლო სამუშაო ადგილი ჩინური “გუანჯოუ” გახლდათ.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge