x
image
ციცი
Mediator image
დაპირისპირება გიორგი ნაზღაიძესა და გვანცა ბაგრატიონს შორის-"გარეგნობა შენ არ გაქვს, სიმაღლე და განათლება, კიდე ფულიანი კაცი გინდა?"
image
დაპირისპირება გიორგი ნაზღაიძესა და გვანცა ბაგრატიონს შორის, უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება პირველად მოხდა მაია ასათიანის პროექტში, რომელშიც სხვადასხვა ცნობილი სახეები უნდა გაებათ მახეში. კერძოდ, კი გვანცა ბაგრატიონს უნდა გაება მახეში გიორგი ნაზღაიძე. იგი მივიდა ჩემოდნით ნაზღაიძის სახლში და განუცხადა, რომ მასთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. ნაზღაიძე ძალიან აგრესიულად და უხეშად ექცეოდა გვანცას ფარული კამერის დროს და სახლიდანაც კი გააგდო. როგორც შემდეგ აღნიშნა ბაგრატიონმა, ეს ყველაფერი დადგმული იყო, გიორგიმ იცოდა ამ ფარული კამერის შესახებ. ამას კი მოყვა დაპირისპირება თოქ-შოუ "პროფილში". მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.imageimageimage


ახლა კი, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე სკანდალურ, გია ჯაჯანიძის თოქ-შოუში "სხვა რაკურსით", გიორგისა და გვანცას შორის ისევ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

გადაცემა წყვილებს შორის სექსუალურ შეუთავსებლობას და ოჯახის დანგრევის მიზეზებს ეხებოდა.

როდესაც გვანცა ბაგრატიონმა საკუთარი აზრი გამოთქვა ამ თოქ-შოუში და აღნიშნა, რომ ფინანსების გარეშე სიყვარული ქრებაო,


ამაზე გიორგი ნაზღაიძე გაღიზიანდა და შეურაცხოფელი სიტყვებით მიმართა გვანცას

"ვერ გავიგე 21-ე საუკუნეში კაცს რატომ უნდა უყურო ხელებში, წადი და იმუშავე. გარეგნობა შენ არა გაქვს იდეალური, სიმაღლე და განათლება, კიდევ კაცი გინდა ფულიანი? ეგრე არ ხდება..."

რაზეც გვანცა ბაგრატიონმა პასუხი არ დაუყოვნა:

"თვითონ რაც აწუხებს აი მაგას ლაპარაკობს. ამ ადამიანს მაგალითად, ძალიან დიდი ინტერესი აქვს ფულიანი ქალების..."

"შენ ეძებ ფულიან ქალს, რომელმაც გინდა რომ შენ თვითონ შეგავსოს მატერიალურად... ბებრებს ეძებ... შენი სტატია მაქვს წაკითხული, როცა წერდი, რომ 2000 ლარს ვიღებ სექსშიო..."

გიორგი ნაზღაიძე-"გვანცა ჯერ უნდა იყო ქალი და მერე უნდა ისაუბრო ქალურ მდგომარეობაზე..."

გვანცა ბაგრატიონი-"ჯერ უნდა იყო კაცი და მერე უნდა ისაუბრო კაცებზე..."

გთავაზობთ მათი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს:

0
326
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0