ფამაგუსტას “ანორთოსისი” თბილისის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველის გიორგი პაპუნაშვილის შეძენით სეროზულადაა დაინტერესებული.
კვიპროსული ინტერნეტპორტალის kerkida.net-ის ინფორმაციით, “ანორთოსისის” აღმასრულებელი დირექტორი ჰოლანდიელი ტედ ვან ლიუვენი ქართველის შესაძენად ყველაფერს აკეთებს.
მიმდინარე სეზონში, 19 წლის პაპუნაშვილმა “დინამოში” 20 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა და გორის “დილას” ფორვარდ ირაკლი მოდებაძეს 2 ბურთით ჩამორჩება.
“ანორთოსისს”, სადაც ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გამოდიან, პაპუნაშვილის გარდა, “დინამოს” მარჯვენა მცველის გიორგი კაკაბაძის შეძენაც სურს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge