ფეხბურთი
ჩემპიონთა ლიგა: “ბარსელონა” – “ბაიერნი”, “იუვენტუსი” – “რეალი”
2015, 24 აპრილი, 14:57
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გამართა. ფინალისწინა გადამწყვეტ ორრაუნდიან ორთაბრძოლებში “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” – მადრიდის “რეალს”.
ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 5 და 6 მაისს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 12/13 მაისს. ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება ბერლინში “ოლიმპშტადიონზე” 6 ივნისს გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის გამარჯვებული მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge