უპოპულარულესი ინგლისელი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი, ერთ-ერთ ამერიკულ ტელე-შოუში იყო მიწვეული, სადაც თავის ცხოვრებისა და საფეხბურთო კარიერის არაერთი საინტერესო დეტალი სულ სიცილ-კისკისით გაიხსენა და შოუს მაყურებლებიც გვარიანად ახალისა.
ამ სიცილ-სიცილში ბექჰემს ისიც უთქვამს, რომ თავისი კაპასი ცოლისათვის დაახლოებით 10 წლის წინ ნაღალატევიც აქვს და ამის შესახებ ვიქტორიამ იცის და კიდეც მიუტევა ეს ამბავი. ბექჰემი მისი საყვარელის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ბულვარული მედია აბა ამას როგორ ვერ გაიგებდა?
საქმე ისაა, რომ 2006 წელს, დევიდ ბექჰემი ახალგაზრდა ინგლისელ მოცეკვავეს, ვინმე ლუანას მართლაც ხვდებოდა და ამის გამო ცოლმა სახლიდან გააგდო. ვიქტორიას მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეურიგდა, თუმცა ჟურნალისტებთან ჯიუტად ამბობდა, რომ ლუანასთან არაფერი მქონიაო. ახლა კი, როდესაც ქარიშხალი კარგა ხნის ჩავლილია, გულახდილობის ჟამმა ჩამოჰკრა.
www.worldsport.ge