x
image
worldsport.ge
ბართომეუ - მესის “ბარსელონაში” კარიერის დასრულება შეუძლია

imageკატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის კლუბში დარჩენა და კარიერის დასრულება შეუძლია.
“ვმუშაობთ ისეთ ლიდერთან როგორიც მესია. იგი მსოფლიოში და საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ლეოს “ბარსელონაში” ადგილი ფეხბურთიდან წასვლამდე აქვს”, – განაცხადა ესპანელმა.
“ბლაუგრანადან” მესის აბარგების შესახებ ცნობები ხშირად ვრცელდება ხოლმე. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კლუბში თავს კარგად გრძნობს. არგენტინელმა კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო და წლების განმავლობაში ჩატარებულ 471 შეხვედრაში 400 გოლი გაიტანა. მე-400 გოლი მესიმ გასულ უიქენდზე პრიმერა დივიზიონის მატჩში “ვალენსიის” კარში გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0