x
image
worldsport.ge
რეზი დავითაძე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია

imageპერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენმა რეზი დავითაძემ მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ატაცში 130 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში – 162 კგ, რამაც ახალგაზრდა ძალოსანს საბოლოო ჯამში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტული მოუტანა. რეზი პირველადგილოსან კოლუმბიელ ჯეისონ ლოპესს 5 კილოგრამით ჩამორჩა.
“პერუს დედაქალაქ ლიმაში, 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. რა თქა უნდა, შემეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ატაცში ორჯერ ვერ ავწიე, რამაც შემაფერხა. პირველადგილოსანმა კოლუმბიელმა ძალოსანმა ჯამში 5 კილოგრამით გამასწრო. პირველად მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე და საკმაოდ წარმატებულადაც” – განაცხადა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა რეზი დავითაძემ.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0