x
image
ციცი
Mediator image
"ევროვიზიის" ჟიურის წინასწარი შეფასებით ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა.

image
წელს, 2015 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე, საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. ჩვენი მომღერალი, პირველი ნახევარფინალის კონკურსანტებს შორის, გერმანული რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ ნინა სუბლატმა თვითონ ამცნო თავის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა, რომ მას მხარი დაუჭირონ:

"მოკლედ, დღეს აერდემ, რომელიც რიგით მეორე "ბროდქასთერია" მსოფლიო მასშტაბით, გააკეთა გადაცემა, რომელშიც კომპეტენტურმა ჟიურიმ განიხილა ევროვიზიაში ჩართული ყველა, ანუ 40 მონაწილე. მათ ისინი შეაფასეს როგორც თავიანთი ქულებით, ასევე ინტერნეტ რეიტინგით. 40 მონაწილე დაყოფილ იქნა ჯგუფებად - "სემი" ფინალების მიხედვით. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ პირველ სემიში ვართ. ჰოდა 8, 85 ქულით პირველი ადგილი გვიბოძეს. ძალიან მაგარი შეფასება მოგვცა ჟიურიმ, როგორც ქვეყანას და კონკრეტულად მე, როგორც არტისტს და მუსიკოსს. მოკლედ ქება-დიდება იყო. საკმაოდ კარგი ამბავია, ძალიან პრესტიჟული. ძირითადად ზუსტ პროგნოზებს აკეთებენ ხოლმე (შაქარი მაგათ პირს). წინაზე საქართველო ბოლო ადგილზე ყავდათ და ეგრეც მოხდა რეალობაში... მოკლედ, საინტერესო შანსები გვაქვს, თუ რა თქმა უნდა მხარს დამიჭერთ. მხოლოდ ჩემი შრომა მთლად საკმარისიც არ არის, ბევრი, ბეეევრი ესემესი გვჭირდება კონკურსზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეთ ამ "ვოუთებში". ამ ბოლო დროს, რატომღაც სულ ფეხებზე გკიდიათ და მეხუთე ადგილს ვერ ავცდით!!!!! იმედია გესმით, რომ ევროვიზია მაინც და მაინც მუს. კონკურსი არ არის და მთელი ქვეყნის ამბავია. ამიტომ იყავით პატრიოტები! თუ უცხოეთში მყოფ თქვენს მეგობარ, ნათესავ თუ ნაცნობ ქართველებს დაუკავშირდებით, ეტყვით, რომ კონკურსი ქვეყნისთვის ამ მომენტში უმთავრესია და სთხოვთ, რომ რამდენიმე ესემესი გამოიმეტონ 19 მაისს და თუ ფინალში გადავედით 23 მაისსაც (23-ში გაძლიერებული "გაძებით" დაგვჭირდება), თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყნის საქმე გააკეთეთ! სხვა არ ვიცი, მაგრამ ამ წელს მართლა ძალიან დიდი შანსი გვაქვს კარგი რაღაცეების, მაგრამ მე მარტო მაგას ვერ შევძლებ. ქართველები იმდენნი ვართ მსოფლიოში, რომ ამ ერთი ევროვიზიის გადატარება კარგად შეგვიძლია, ამიტომ მეტი მონდომება მეგობრებო!!! ნუ მიიღებთ ამ ყველაფერს ნინა სუბლატის საქმედ, რადგან ეს რეალურად ჩვენი, მთელი საქართველოს საქმეა, ეს უფრო წარმატებულს გაგვხდის და უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს! ამიტომ, დიდი იმედი მაქვს ახლა, 2015 წელს მაინც, ყველა ერთად დავდგებით და ყველაფერს, ანუ შეუძლებელს შევძლებთ!!!"

imageimageimageimageimage
წარმატებები ვუსურვოთ ნინა სუბლატს!



0
159
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0