სხვა ორიგინალური მეთოდი ფერადი კვერცხებისთვის- ეფექტი გაგაოცებთ! 2015, 7 აპრილი, 22:09 კვერცხის შეღებვის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. ამჯერად წარმოგიდგენთ ძალიან მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომლის შედეგად ორიგინალურად შეღებილ, ფერად კვერცხებს მივიღებთ.
დაგჭირდებათ: 1. ქაღალდის ხელსახოცები 2. ძმარი 3. კვერცხები 4. საკვები საღებავები კვერცხი მოხარშეთ, გარეცხეთ ცივ წყალში და გააშრეთ. შემდეგ კი შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში. კარგად დაასველეთ ხელსახოცში შეხვეული კვერცხი ძმრით. ხელსახოცზე ყოველი მხრიდან მოასხურეთ სხვადასხვა ფერის საკვები საღებავები. გააჩერეთ შეღებილ ხელსახოცში კვერცხი 2 საათით, სანამ საღებავი გაშრება. შემდეგ კი მოხსენით ქაღალდი. სულ ესაა, ულამაზესი ფერადი კვერცხები მზადაა! 305 8-ს მოსწონს
|