x
image
მანჩო 777
საშინელებათა ზღაპრებიდან გადმოსული 12- სართულიანი ქოხი ალიასკაზე
ამერიკის შტატი ალიასკა უზარმაზარი და შედარებით ნაკლებადათვისებული ტერიტორიაა ულამაზესი პეიზაჟებით, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მკაცრი და ცივი კლიმატური პირობებით. მიუხედავად ამისა, აქ აქტიურად არის განვითარებული ტურიზმი, რადგან გამორჩეული და უნიკალური ადგილობრივი კოლორიტი, რბოლა ძაღლებშებმული მარხილებით და უბრალოდ ლამაზი ბუნება სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს ჩრდილოეთის უჩვეულო ექსტრიმისაკენ.


image


უმშვენიერესი ბუნებრივი ლანდშაფტების გარდა, ალიასკა მნახველს აოცებს არქიტექტურული გადაწყვეტის საკმაოდ საინტერესო ნიმუშებით, რადგან კრეატიული და ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები ყველგან ცხოვრობენ და არც ალიასკაა გამონაკლისი, ამიტომ ის ადამიანები, ვინც გადაწყვიტა ამ ყინულიანი და ნაკლებადდსახლებული ადგილების მონახულება, როგორც წესი, აუცილებლად სტუმრობენ პატარა ქალაქ უილოუს (Willow) შემოგარენს. სწორედ აქ მდებარეობს ალიასკის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და განსაცვიფრებელი შენობა.


image



საუბარია უცნაური და გაუგებარი კონსტრუქციის უჩვეულო სახლზე, რომელიც უფრო მეტად ჰგავს საშინელებათა ზღაპრების რომელიმე ბოროტი პერსონაჟის საცხოვრებელს, ვიდრე ჩვეულებრივ სახლს. ხალხში ეს ჩახლართული შენობა უკვე კარგა ხანია ცნობილია, მას ადგილობრივებმა დოქტორ სიუზის სახლი («Dr. Seuss House») უწოდეს.


image


თავდაპირველად ამ არქიტექტურული სასწაულის პატრონი ადგილობრივი ექიმი იყო, გვარად სიუზი (Seuss). მან სახლის აშენება ათიოდე წლის წინ დაიწყო. თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამ უცნაურ ადამიანს, ეს გამოცანად დარჩა, რადგან, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო.


image


სიუზის გარდაცვალების შემდეგ სახლი დიდი ხნის განმავლობაში უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული, სანამ ის ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში არ შეიძინა ახალმა მფლობელმა. ეს მოხდა 2012 წელს. ახალმა პატრონმა გადაწყვიტა ექიმ სიუზის მიერ დაწყებული საქმის დასრულება და გააგრძელა მშენებლობა, რომელიც დღესაც არ დამთავრებულა. რადგან შენობა კერძო საკუთრებააა, მასში შესვლა უცხო პირებისათვის შეუძლებელია, მაგრამ ადგილობრივები და ცნობისმოყვარე ტურისტები ხშირად ათვალიერებენ და ფოტოებს უღებენ ამ ღისშესანიშნაობას.


image


დღეს ყველა ინტერესით ელოდება მშენებლობის დასრულებას: ხალხს აინტერესებს, თუ რით დამთავრდება ეს გიჟური იდეა 12- სართულიანი ქოხის აშენებისა, რადგან ასეთ ჯადოსნურ შენობებს იშვიათად შეხვდება კაცი არამარტო ალიასკაზე, არამედ მთელ მსოფლიოში.


imageimageimage



2
60
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
60
  
2015, 6 აპრილი, 12:40
რავი, მე მანდ არ ვიცხოვრებდი
2015, 6 აპრილი, 9:00
მაგარია
0 1 2