x
image
natia.a
რატომ ვაცხობთ კულიჩს სააღდგომოდ და საიდან მოდის ეს ტრადიცია
imageროგორც ცნობილია, უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ მიდიოდა ხოლმე თავის მოციქულებთან ტრაპეზის დროს. ამიტომ სუფრასთან გამორჩეულ ადგილს ყოველთვის ცარიელს ტოვებდნენ და მასთან ყოველთვის იდო იესოსათვის განკუთვნილი პური. თანდათან ქრისტიანებში ჩვეულებად ჩამოყალიბდა აღდგომის დღესასწაულზე პურის ტაძარში დატოვება. ბერძნულად ამ პურს "არტოსი" ეწოდება. მას ტოვებდნენ სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე, როგორც ამას მოციქულები აკეთებდნენ. ყოველდღიურად, ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ართოსი იკურთხებოდა, შაბათს კი მორწმუნეებს ურიგდებოდა.

image


რამდენადაც ოჯახი პატარა ტაძარს წარმოადგენს, თანდათან ჩვეულებად იქცა, ყველა ოჯახს საკუთარი არტოსი ჰქონოდა. ასეთად იქცა კულიჩი (სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან kollikion – მრგვალი პური) – მაღალი ცილინდრული ფორმის ტკბილი პური. ეს სიტყვა ევროპულ ენებშიც შევიდა: kulich (ესპ.), koulitch (ფრ.).


ამგვარად, სააღდგომო ტრაპეზის დროს სუფრაზე კულიჩის არსებობა სიმბოლურად გვახსენებს იმას, რომ ჩვენს ოჯახში იესო ქრისტე სუფევს.



image



2
549
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
549
  
2015, 5 აპრილი, 15:13
საინტერესო ინფორმაციაა,არ ვიცოდი ♥
2015, 4 აპრილი, 8:54
G–G
0 1 2