x
image
worldsport.ge
ევრა “მონაკოსთან” რთულ თამაშს ელის

imageორ კვირაზე ნაკლებ დროში უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება. ერთ-ერთ მეოთხედფინალურ წყვილში ურთიერთობას ტურინის “იუვენტუსი” და ფრანგული “მონაკო” გაარკვევენ. იტალიელები ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა ასე არ ფიქრობს, “ბებერი ქალბატონის” ფრანგი მცველი პატრის ევრა, რომლის თქმით, მისთვის “მონაკოსთან” დაპირისპირება “ბაიერნთან” და “ბარსელონასთან” თამაშის ტოლფასია. ამის შესახებ ევრამ “სქაი სპორტს” განუცხადა.
“მონაკოსთან” თამაში “ბაიერნთან” და “ბარსელონასთან” თამაშის ტოლფასია. ისტორიით ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება.
მახსოვს, “რელათან” და “ჩელსისთან” თამაშები (2004 წელს). მადრიდელების წინააღმდეგ ჯერ 2:4 წავაგეთ, შემდეგ კი 3:1 მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. “მონაკო” ყველაფერს გააკეთებს წარმატებისთვის”, - ამბობს ევრა.
33 წლის პატრის ევრა მონეგასკური გუნდის ღირსებას 2002-2006 წლებში იცავდა. “იუვენტუსში” კი 2014 წლის ზაფხულში გადაბარგდა.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0